Sebastian Vettel extends Red Bull contract until
the end of 2015
11 ივნისი
კანადაში ტრიუმფის შემდეგ, „რედ ბულმა“ გამოაცხადა,
რომ თავის სამგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა. ასე
რომ არ მომხდარიყო, გასაკვირიც იქნებოდა. ფეტელი ის პილოტია, რომელზეც მთელი გუნდი
მუშაობს. და ორივემ ერთად,თავ-თავის კატეგორიაში, ზედიზედ სამი ტიტული მოიპოვა!
ფეტელს ავსტრიულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის
მიწურულს უმთავრდება, თუმცა მილტონ კეინსელებმა წინდაწინ დაიჭირეს თადარიგი და
კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების უფლება გამოიყენეს. ამგვარად, ტურბოს ეპოქის
პირველ ორ სეზონს, ჩემპიონი დუეტი ისევ ერთად გაატარებს.
ფეტელი „რედ ბულშ“ 2009 წლიდანაა. გარდა იმისა, რომ
სამჯერ გახდნენ ჩემპიონები, მათ ერთად 28 რბოლა მოიგეს, 50-ჯერ ავიდნენ კვარცხლბეკზე,
და 38 რბოლა პოულიდან დაიწყეს. ფეტელი მალე 26 წლის გახდება და ის არის ფ1-ის
ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სამგზის ჩემპიონი. ეს კი ის მიღწევაა, რომელსაც დიდხანს
გაუმჯობესება არ უწერია.
ფეტელი მიმდინარე სეზონსაც დამაჯერებლად ლიდერობს
და დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ზედიზედ მეოთხე ტიტულსაც დაეუფლოს.
No comments:
Post a Comment