6 მაისი
ფრანგული კომპანია „ვენტური“, რომელიც თავისი
კონცეპტუალური ავტომობილებით და ელექტრომობილებითაა ცნობილი, სარეკორდო ელექტრომობილს
ამზადებს, რომლითაც აგვისტოში სიჩქარის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება, რომელიც
მასვე ეკუთვნის. ავტომობილი, სახელად VBB-3, სტრიმლაინერის ტიპისაა და მის
შექმნაში მონაწილეობას ოჰაიოს უნივერსიტეტიც ღებულობს. პროექტის მიზანია 595 კმ/სთ
სიჩქარის მიღწევა.
წინა რეკორდულმა ავტომობილმა, სახელად VBB-2.5, სამი
წლის წინ, სამი წლის წინ, 486 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რაც ელექტრომობილებისთვის
რეკორდული სიჩქარეა. ახალი სარბოლი ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომელთა
ჯამური სიმძლავრეც 3000 ცხენის ძალაა. შედარებისთვის, წინა ავტომობილის ძრავის
სიმძლავრე „სულ რაღაც“ 800 ცხენის ძალაა. ამ მაჩვენებლით, VBB-3-ს 694 კმ/სთ
სიჩქარის მიღწევა შეუძლია.
ახალი სარეკორდო ავტომობილის ძარა კარბონის
კომპოზიტისგანაა დამზადებული. ის ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებსაც
მოძრაობაში ყველა ბორბალი მოჰყავს. ენერგიის შესანახად იყენებენ
ლითიუმ-იონ-ფოსფატური ელემენტების ბლოკს. ავტომობილის წონა 3.2 ტონას აღწევს.
პროექტი VBB-3 ორ წელიწადზეა გათვლილი და ის რამდენიმე
რეკორდის დამყარებას ითვალისწინებს. რეკორდული ელექტრომობილის მართვა როჯერ შროერს
ანდეს, რომელსაც სხვადასხვა კლასში, სიჩქარის შვიდი მსოფლიო რეკორდი აქვს
დამყარებული.
No comments:
Post a Comment