დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 6, 2013

პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ წარმოება შეწყდა


First-gen Range Rover Sport production ends
6 მაისი
„ლენდ როვერმა“ პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ წარმოება შეწყვირა, რომელიც ბაზარზე 2005 წლიდანაა. T5 პლატფორმაზე ავტომობილის ბოლო რამდენიმე ეგზემპლარმა უკვე დატოვა კომპანიის სოლიჰალის ქარხნის კონვეიერი. კომპანიის შოურუმებში, პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ ადგილს მალე მეორე თაობის მოდელი დაიკავებს, რომლის პრემიერაც ახლახანს ჩატარდა.

„ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ პირველი თაობის 400 000-ზე მეტი „რეინჯ როვერ სპორტი“ გაჰყიდა. და სიძველის მიუხედავად, ეს ავტომობილი ჯერაც კარგად იყიდებოდა. მაგალითად, შარშან მარტო ჩინეთში 11 000-ზე მეტი გაიყიდა. ამ ავტომობილს, „ლენდ როვერის“ ყველაზე რადიკალურ მოდელად მიიჩნევენ მას შემდეგ, რაც 1970 წელს პირველი „რეინჯ როვერი“ გამოუშვეს.
პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტის“ წინამორბედი იყო ბრენდის ისტორიაში პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „რეინჯ შტორმერი“, რომელიც ჯერაც „ფორდის“ მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ, დეტროიტის 2004 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. „რეინჯ შტორმერი“ იმით იყო გამორჩეული, რომ მისი ორივე კარი, „ლამბორგინის“ სტილში იღებოდა.
პირველი „სპორტის“ წარმოება „ფორდის“ მფლობელობაშივე დაიწყო. მაშინ ყველა თვლიდა, რომ ეს ავტომობილი, ცისფერი ოვალის ისტორიაში, ყველაზე მომგებიანი გახდებოდა. საშუალოდ, ერთ ავტომობილს უფრო მეტი მოგება უნდა მოეტანა, ვიდრე ლეგენდარულ, F150 სერიის პიკაპებს მოაქვს.
მაგრამ როგორც „რეინჯ როვერშ“ ამბობენ, ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, „სპორტზე“ გაცილებით წარმატებული გამოდგა მესამე თაობის „რეინჯ როვერი“, რომელზეც ინგლისური კომპანია ყველაზე დიდი მოგების მარჟით მუშაობდა. არადა, „სპორტი“ გაყიდვებით ყოველთვის სჯობდა საბაზო „რეინჯ როვერს“. მოკლედ, პირველი თაობის „სპორტი“, კომპანიისთვის მეტად წარმატებული პროექტი გამოვიდა...

No comments:

Post a Comment