დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 5, 2013

„ფოლკსვაგენმა“ შესაძლოა პატარა როდსტერი მაინც გამოუშვას


VW Changes its Tune, Says Still Thinking about Small Roadster
5 მაისი
ეს კონცეპტუალური ავტომობილი ვოლფსბურგელებმა 2009 წელს გაგვაცნეს და მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ როდსტერი „ბლიუსპორტი“ კონვეიერამდე აუცილებლად მიაღწევდა. თუმცა შარშან მასზე უარი თქვეს. და მაინც, როგორც ჩანს, გერმანული კომპანია, უფრო სწორედ კი მისი მესვეურები, ამ კოხტა ავტომობილს ბოლომდე ვერ შეელიენ.
უარის თქმის მიზეზი ის იყო, რომ პრაგმატულმა მარკეტოლოგებმა როდსტერის მომავალი, მიუხედავად იმისა, რომ მის ბაზაზე მსგავსი ავტომობილის გამოშვებას „პორშეც“ აპირებდა, უპერსპექტივოდ მიიჩნიეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანიის ხელმძღვანელობაში პროექტს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის, „ფოლკსვაგენის“ დიზაინის შეფი ვალტერ დე სილვა.
„ჩვენს კომპანიაში მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ პატარა როდსტერი „ფოლკსვაგენის“ გამაში ყველაზე უარესი ავტომობილი არ იქნება. ეს ავტომობილი ჩვენ ძალიან მოგვწონს და ყოველთვის ვფიქრობდით მასზე“, - გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას განაცხადა დე სილვამ.
კონცეპტუალური „ბლიუსპორტი“ პირველად 2009 წელს, დეტროიტის მოტორ შოუზე გამოჩნდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ ავტომობილით, გერმანული კომპანია კონკურენციას „მაზდას“ პოპულარულ MX-5-ს გაუწევდა. პარალელურად, იმავე ავტომობილის ანალოგის წარმოებას „პორშეც“ გეგმავდა. მაგრამ იმის გამო, რომ ვოლფსბურგში თავიანთ პროექტს სტოპი აუნთეს, ცუფენჰაუზენშიც თავიანთ განზრახვაზე ხელი აიღეს, რადგან ეულად ამ პროექტის განხორციელება ძალიან ძვირი დაჯდებოდა და ეს ავტომობილს მეტისმეტად გააძვირებდა.
კონცეპტუალური „ბლიუსპორტი“ აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელით, რომელიც 180 ცხენის ძალას და 350 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 4.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 113 გრამია. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 6.6 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 226 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment