16 მაისი
„ტოიოტა“ დეფექტების გასწორების და კომპენსაციების
გადახდების აბსოლუტური რეკორდსმენი ხდება - იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ
მის მიერ გაყიდული 22.6 მილიონი ავტომობილის მფლობელს, აღმოჩენილი დეფექტების
გამო, რომლებიც მანქანის მოულოდნელ აჩქარებას იწვევს, კომპენსაციებს გადაუხდის.
საერთო ჯამში, ეს აქცია იაპონურ კომპანიას 1.63 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
გარდა ამისა, სასამართლო გარჩევების შემდეგ,
„ტოიოტას“ აღებული აქვს ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, 3.25 მილიონ
ავტომობილს პედლების კვანძის უფასო რემონტს ჩაუტარებს. იაპონური კომპანია
დაახლოებით 250 მილიონ დოლარს გადაუხდის მისი ავტომობილების იმ მყიდველებს,
რომლებსაც გახმაურებული დეფექტის გამო, თავიანთი ავტომობილის იაფად გაყიდვა
მოუხდათ. კიდევ 200 მილიონს მიიღებენ იმ კლიენტების ადვოკატები, რომლებმაც
„ტოიოტას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
გარდა ამისა, „ტოიოტამ“ აიღო ვალდებულება, რომლითაც
ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში, თავისი ავტომობილების უსაფრთხო მართვის
სასწავლო კამპანიას 14.2 მილიონი დოლარით დააფინანსებს. 15 მილიონი დაიხარჯება
უსაფრთხოების ახალი, აქტიური სისტემების შემუშავებაზე.
„ტოიოტას“ უწესივრო სატერფულების ისტორია სათავეს
2009 წლიდან იღებს, როდესაც ქალაქ სან დიეგოში, სედან „ლექსუს ES 350-ის“
მართვისას, ფატალური ავარია მოუვიდა ადგილობრივ პოლიციელს. მის გარდა, მანქანაში
მისი ოჯახის სამი წევრიც იმყოფებოდა (ყველა დაიღუპა). მაშინ გამოძიებამ დაადგინა,
რომ ავარიის მიზეზი, უგზოობის ავტომობილებისთვის განკუთვნილი ფეხის დასაფენები იყო
მოთავსებული. ისინი არასწორად იყო დაფენილი და აქსელერატორის პედალს ედებოდა, რაც
მოულოდნელ აჩქარებას იწვევდა.
სასამართლოს
გადაწყვეტილებით, „ტოიოტამ“ დაღუპულთა ახლო ნათესავებს 10 მილიონი დოლარი
გადაუხადა. მაგრამ საქმე ამით არ დასრულდა და აშშ-ის საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) ცალკე გამოძიება დაიწყო. დადგინდა, რომ 2000 წლიდან
მოყოლებული, ანალოგიური მიზეზით, მინიმუმ 89 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.
გაუმართაობათა აღმოსაფხვრელად, „ტოიოტას“ ჯამში დაახლოებით 16 მილიონი ავტომობილის
გახმობა მოუხდა.
No comments:
Post a Comment