დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 15, 2013

ლოების მონსტრი ბედაური პაიკს პიკისთვის

Meet Sébastien Loeb's Peugeot 208 T16 Pikes Peak Challenger
15 აპრილი
ფრანგული ლომები ისევ პაიკს პიკის დასაპყრობად ემზადებიან. ამისთვის შესანიშნავი მესაჭე ჰყავთ სებასტიან ლოების სახით. და მას შესაფერისი მანქანაც მოუმზადეს. „პეჟოს“ ეს ლეგენდარული რბოლა ორჯერ - 1988 და 1989 წლებში აქვს მოგებული. პირველად საჭესთან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი არი ვატანენი იჯდა, მეორედ კი პაიკს პიკის ამერიკელი ლეგენდა, მისი რვაგზის გამარჯვებული რობი ანსერი. ტრიუმფატორი ავტომობილი კი „პეჟო 405 T16“ იყო.

ამჯერად ფრანგულმა კომპანიამ სარბოლი ავტომობილი პატარა ჰეჩბეკ 208-ს ბაზაზე შექმნა. მისი სახელია „პეჟო 208 T16“. ოღონდ, ამ მონსტრს სუბკომპაქტურ სერიულ ჰეჩბეკთან მხოლოდ სახელი და ემბლემა აკავშირებს. დანარჩენი კი ყველაფერი - ფორმა, აგებულება და აღჭურვილობა, განსხვავებულია. ამ ავტომობილის ფოტოები და სარეკლამო ვიდეორგოლი, „პეჟომ“ ინტერნეტით გაავრცელა.
ლოები ამბობს, რომ პაიკს პიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ფილმი „აღმართის ცეკვა“ ნახა. ეს ხუთწუთიანი ფილმი, ვატანენის მიერ პაიკს პიკზე ასვლის მომენტებს გვიჩვენებს. მას მრავალი ჯილდო და ფესტივალი აქვს მოგებული. ლოებს სურს, რომ შუაძრავიანი 208 T16­ის დახმარებით, თავის გამარჯვებათა გალერეას, პაიკს პიკის თასიც შემატოს.

„ამ ავტომობილს, მისი სერიული ვერსიისგან, პირველ რიგში, პროპორციები განასხვავებს. ის მხეცს მოგაგონებთ. მასზე მუშაობისას, „პეჟო სპორტმა“ რიგი შეზღუდვები დაგვიწესა. მაგალითად, შეიზღუდა სიგანე, სიმაღლე, ბორბლების კვალი,  ძრავის გაანლაგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 208-ს ძალიან ექსტრემალური ვერსია შევქმენით“, - განაცხადა „პეჟოს“ სტილის ცენტრის თანამშრომელი და პაიკს პიკის პროექტის ხელმძღვანელი მიშელ ტრუვე.


ვიდეო
აღმართის ცეკვა

No comments:

Post a Comment