11 აპრილი
სამაგიეროდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,
თავიდან აშენებულ ტრეკზე ჩატარებულმა პირველმა სეზონმა წარმატებებიც, მათ შორის,
საერთაშორისო არენაზე, მოგვიტანა. კერძოდ, რუსთავში კლას ლეჯენდსის შემოტანას
მოჰყვა ამავე კლასში, ჩვენი პილოტების საერთაშორისო არენაზე გასვლა და ეს გასვლა დებიუტშივე
წარმატებული გამოდგა - დათა ქაჯაიამ ევროპის ეროვნებათა თასი მოიპოვა და ეს სეზონიც
ჰეთ-თრიკით დაიწყო!
შაკო ციხელაშვილს ეს დღე არასდროს დაავიწყდება |
ორიოდ დღეში, წრიულ რბოლებში საქართველოს 2013 წლის
ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ახალი სეზონის დაწყებამდე კი, საქართველოს საავტომობილო
სპორტის ასოციაციამ, გასული სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია,
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩაატარა.
საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის
პრეზიდენტმა, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის მფლობელმა, შოთა აფხაზავამ დადებითად
შეაფასა გასული სეზონი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ქართული ავტოსპორტის აღორძინების
პროცესს უპრობლემოდ არ ჩაუვლია. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რუსთავის ტრასით
საერთაშორისო სარბოლი სერიების დაინტერესება, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ
მიმართულებით, ნაბი-ნაბიჯ წინსვლაა საჭირო.ვლადიმერ გლურჯიძე |
სხვათა შორის, რუსთავის მოტორპარკის დირექტორმა მევლუდ
მელაძემ ბატონ აფხაზავას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საქართველოში ლეჯენდსის
კლასის დამკვიდრება დაიწყო - გასულ სეზნში ყველაზე დაძაბული, საინტერესო და
არაპროგნოზირებადი რბოლები სწორედ ამ კლასში ჩატარდა. და ყველაზე მეტი უცხოელი
მრბოლიც სწორედ ამ კლასში ასპარეზობდა.
მათ შორის იყო ბერტრან შაფერი, ვისაც გერმანიის ფორმულა
3-ის ტიტული ორჯერ აქვს მოპოვებული და ამჟამად ამ სერიის ხელმძღვანელია. მისი
ჩამოსვლა იმითაც იყო საინტერესო, რომ რუსთავის ტრეკს უცხოეთში რეკომენდაციას
გაუწევს, რაც უცხოური პოპულარული სერიების მოზიდვაში დაგვეხმარება. რეკომენდაცია
კი გარანტირებულია, რადგან შაფერს ტრეკი, მისი კონფიგურაცია და დონე მოეწონა.
ბატონმა აფხაზავამ თავისი შემაჯამებელი გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში
ავტოსპორტის პოპულარიზაციისთვის, რაც შეიძლება მეტი უცხოელი მრბოლის და უცხოური
სარბოლი სერიის მოწვევაა საჭირო და ამ საქმეში ძვრები უახლოეს მომავალშია
მოსალოდნელი, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.
ახალი სეზონის გეგმებზე საუბრისას, ბატონმა მელაძემ განაცხადა, რომ მოყვარული და პროფესიონალი მრბოლების მეტად დასაინტერესებლად, სარბოლი, მათ შორის ფორმულა ალფას კლასის ავტომობილები გათამაშდება. ამის გამოცხადებას, ცერემონიის დამსწრეთა შორის დიდი გამოცოცხლება მოჰყვა. იქვე ითქვა, რომ დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს, სიურპრიზს შემოგვთავაზებდნენ.

რაც შეეხება ჩემპიონების დაჯილდოებას, პრიზების და დიპლომების
გადაცემის პატივი, ქართული სპორტის გამორჩეულ მოღვაწეებს ერგოთ. მათ შორის იყვნენ ვეტერანი
ავტომრბოლი, არაერთი ტიტულის მფლობელი, ვლადიმერ გლურჯიძე, სახელოვანი ქართველი
ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი (1988 წელი, სეული) ნინო სალუქვაძე, საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შოთა აფხაზავა და
მევლუდ მელაძე.
შეგახსენებთ საქართველოს ჩემპიონებს კლასების შესაბამისად: მონო კლასი - დავით ჩხარტიშვილი. დაჯილდოების შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩემპიონობის მიუხედავად, ბოლომდე კმაყოფილი არაა საკუთარი გამოსვლით, რადგან მეტი შეეძლო და ამ მეტს წლევანდელ სეზონში დაგვპირდა. GT კლასის ჩემპიონ ლევან კვინიკაძის სამარკო ნიშანი ამჯერადაც სიტყვაძუნწობა იყო, თუმცა მთავარ სათქმელს ის ტრასაზე ამბობს და ამის დასტური ჩემპიონის თასია. ვიცე ჩემპიონ ზურაბ ბეჟაშვილს ასაკზე მინიშნებით, სპორტიდან წასვლაზე გადაუკრეს სიტყვა, რაზეც ლოგიკური პასუხი იყო - გამარჯვებები წინაა!
სამწუხაროდ, საზეიმო ცერემონიას ვერ დაესწრო ფორმულა „ალფას“ ჩემპიონი ნიკა ადეიშვილი. ლეჯენდსის კლასში კი ჩემპიონის თასი გიორგი ბეჟიტაშვილმა მიიღო, რომელიც სამწუხაროდ, სეზონის პირველ საერთაშორისო რბოლას, მაყურებლის რანგში დაესწრო, რადგან „გალფის“ გუნდმა არსებობა შეწყვიტა. არადა, გასულ სეზნში ის ყველაზე წარმატებული იყო - ფორმულებსა და ლეჯენდსში ჩემპიონები სწორედ ამ გუნდიდან იყვნენ.
სხვათა შორის, ბატონმა აფხაზავამ განაცხადა, რომ იმ მიზეზის გამო, რამაც „გალფს“ გუნდის შენარჩუნებაში შეუშალა ხელი, ამ სეზონში ლეჯენდსის კლასის რბოლები რამდენიმე მანქანას მოისაკლისებს. თუმცა იმედია, დროთა განმავლობაში, ჩემპიონატში ახალი გუნდები გამოჩნდება. მართალია, ლეჯენდსს მანქანები მოაკლდება, მაგრამ სამაგიეროდ, მოიმატებს მონო კლასის და GT კლასის მონაწილეთა რიცხვი. რაც შეეხება ფორმულას, აქ კლასგარეშედ, რამდენიმე უცხოელი პილოტის ასპარეზობაა მოსალოდნელი. მათ შორის, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც რბოლებში ძველი „ესტონიებით“ ასპარეზობენ - გერმანიაში ძალიან პოპულარულია ეგრეთ წოდებული ვეტერანების კლასი, რომლებშიც სოცქვეყნების დროინდელი სარბოლი ტექნიკით ასპარეზობენ. ამ მანქანებს ალმაცერად რომ არ შეხედოთ გეტყვით, რომ ისინი ალბათ ალფებზე სწრაფები იქნებიან.
დაბოლოს, ზემოთ ნახსენებ სიურპრიზზე: ცერემონიის ბოლოს, შოთა აფხაზავამ დაასახელა იმ რჩეულის სახელი, ვისაც პირველი წამახალისებელი ჯილდო - ფორმულა „ალფას“ სარბოლი ავტომობილი ერგო. ესაა 17 წლის შაკო ციხელაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ გუნდის წევრი, გასულ სეზონში მოყვარულთა რბოლებში ასპარეზობდა, სეზონის გახსნაზე კი GT კლასის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

No comments:
Post a Comment