Next Hyundai Sonata to Gain Evolutionary Styling
„ჩვენ მივაგენით სტილს, რომელიც კარგად მუშაობს,
რომელიც მყიდველმა მოიწონა. ესაა „თხიერი სკულპტურა“, რომელიც მუდმივად განახლების
პროცესშია და თანდათან იხვეწება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არჩეული გზა არ
შევცვალოთ და იმავე მიმართულებით ვიაროთ. თუ წინა თაობის „სონატას“ გაიხსენებთ, მას
ახლანდელთან საერთო არაფერი აქვს. დღეს კი „სონატა“ ისეთია, რომ ყველგან
გამოარჩევთ და მოგეწონებათ“, - ყვება კრაფჩიკი.
11 აპრილი
„ჰიუნდაი“ თავისი ავტომობილების მყიდველს შემდეგი
თაობის „სონატას“ მომავალ წელს შესთავაზებს. მართალია, ახალი ავტომობილის შესახებ
არაფერია ცნობილი, მაგრამ კორეული კომპანია გვამცნობს, რომ გარეგნულად ის ახლანდელი
„სონატას“ ევოლუციური ვარიანტი იქნება. ეს ინფორმაცია, „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს
მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა გამოცემა „უორდსავტოს“ მიაწოდა.
ცნობისათვის, შარშან „ჰიუნდაიმ“ მარტო აშშ-ის
ბაზარზე რეკორდულად ბევრი, 230 605 ცალი „სონატა“ გაჰყიდა. არადა ეს ის სეგმენტია,
სადაც მას კონკურენტებად „ტოიოტა ქემრი“, „ჰონდა აკორდი“ და „ფორდ ფიუჟნი“ ჰყავს. ამ
სამეულიდან, „ქემრი“ წლების განმავლობაშ, ამერიკის ბაზარზე სედანების ბესტსელერია,
„აკორდი“ კი მისი უახლოესი კონკურენტი. რაც შეეხება ახალ „ფიუჟნს“, ის ბაზარზე
შედარებით ახალი გამოსულია და მზარდი მოთხოვნით სარგებლობს.
No comments:
Post a Comment