დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 19, 2013

„რენომ“ იდუმალი კონცეპტუალური ავტომობილი ტიზერებით გაგვაცნო


Renault Teases New Concept Car that will Underline its Future Design Strategy
19 მარტი
საერთოდ, საავტომობილო კომპანიები თავიანთ ახალ, სერიულსა და კონცეპტუალურ ავტომობილებს დიდ საავტომობილო შოუებზე გვაცნობენ ხოლმე. მაგრამ იშვიათად, გამონაკლისი შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, „რენო“ თავის უახლეს კონცეპტუალურ ავტომობილს პირველად 8 აპრილს, მილანში წარადგენს.

ფრანგული კომპანია ჯერ ამ ავტომობილის არც სახელს გვიმხელს და არც მის შესახებ რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სამაგიეროდ, მისი რამდნიმე ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომლებიც სიახლის ფორმებზე ბევრს არც არაფერს გვეუბნება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს არის რომბების დიზაინის დეპარტამენტისა და სტუდია „ლავგროვის“ ერთობლივი ნამუშევარი.
როს ლავგროვი სამრეწველო დიზაინერია და მას საკუთარი სტუდია აქვს შექმნილი, რომელიც დიზაინის ახალი, ეფექტური სტილების ძიებაში, შთაგონებას ბუნებისგან ღებულობს. როგორც ფრანგული კომპანია აღიარებს, ის ამ ეტაპზე ახალი დზაინის სტრატეგიის შემუშავების პროცესშია და „ლავგროვს“ იმისთვის შეუამხანაგდა, რომ მისი ფილოსოფია „რენოს“ მისწრაფებებს ყველაზე უკეთ შეესაბამება.
„როს ლავგროვთან თანამშრომლობით, ჩვენ საკუთარი ავტომობილების გარეგნობაში, ბუნების საოცარ გამოვლინებათა ასახვას ვცდილობთ, რაც დიზაინის ახალი ენის შემუშავებაში დაგვეხმარება“, - ნათქვამია ფრანგული კომპანიის მიერ ტიზერებთან ერთად გამოქვეყნებულ რელიზში.
ჯერჯერობით, ამაზე მეტი ახალ ავტომობილზე არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, „რენო“ მასზე ინფორმაციის მორიგ პორციებს, პრემიერამდე კიდევ გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment