Honda engineers already at McLaren – report
3 მარტი
როგორც ჩანს, „მაკლარენი“ და „მერსედესი“ მალე
დაასრულებენ პარტნიორობას. ეს მას შემდეგაა მოსალოდნელი, რაც გერმანულმა კომპანიამ
ფ1-ში საკუთარი საჯინიბო ჩამოაყალიბა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ რეალურად, „მაკლარენი“
აღარ იქნებოდა ექსკლუზიური პარტნიორი და ისიც სამქიმიანების ძრავების ისეთივე
მომხმარებელი გახდებოდა, როგორიც „ფორს ინდიაა“. ეს კი რონ დენისის ამბიციებს არ
შეესაბამება.
„მაკლარენს“ და „მერსედესს“ ძრავებზე კონტრაქტი ჯერ
არ განუახლებიათ. არადა, გერმანულ კომპანიას უკვე შემუშავებული აქვს ახალი ტურბო V6,
რომლითაც მისი საჯინიბო და კლიენტი გუნდები 2014 წლიდან იასპარეზებენ. გერმანული
გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ კი წერს, რომ შტუტგარტული კომპანია კონტრაქტის
სასწრაფოდ გაფორმებას მოითხოვს. ერთადრთი კომპანია, რომელმაც შეიძლება „მერსედესის“
ძრავების ჩანაცვლება შეძლოს, „ჰონდაა“, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე
მუშაობს V6 ტურბო ძრავზე.
მაგრამ ჯერ არავინ იცის, იაპონური კომპანია ფ1-ს
როდის დაუბრუნდება - 2014, თუ 2015 წელს. გერმანული გამოცემა დასძენს, რომ მართალია,
ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება, მაგრამ პადოკში ყველამ იცის, რომ „მაკლარენი“ და
„ჰონდა“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უფრო მეტიც, „აუტო მოტორ უნდ შპორტის“
რეპორტიორი მიხაელ შმიდტი ირწმუნება, რომ „ჰონდას“ სპეციალისტები უკვე „მაკლარენის“
ბაზაზე მუშაობენ. და მალე იაპონური კომპანიის ფ1-ში დაბრუნების შესახებ, ოფიციალურ
ინფორმაციასაც გავიგებთ.
No comments:
Post a Comment