დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 3, 2013

ჰამილტონი: „მერსედესს“ გამარჯვება შეუძლია

Lewis Hamilton says Mercedes can win a race this season
3 მარტი
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ უთქვამს, ამ სეზონში გამარჯვების იმედი არ მაქვსო, ტესტების დასრულების შემდეგ, ლუის ჰამილტონის განწყობა უფრო ოპტიმისტური გახდა. ბარსელონაში „მერსედესის“ პილოტებმა არაერთხელ აჩვენეს საუკეთესო დრო, რამაც მათი ოპტიმიზმი გააღვიძა.
სხვათა შორის, ბრიტანელ პილოტს ბარსელონას ტრეკზე ტესტების დროს, საუკეთესო შედეგი ეკუთვნის. თანაც, უახლოეს მდევარ ფელიპე მასას 0.7 წამზე მეტით აჯობა. სწორედ ამის გამო, ჰამილტონი თვლის, რომ გარემოებათა თანხვედრის შემთხვევაში, „მერსედესებს“ გამარჯვების შანსი მიეცემათ.
„ვფიქრობ, გარკვეულ ვითარებაში ჩვენ გამარჯვების შანსი მოგვეცემა. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. მაგრამ რეალობაში შევძლებთ ამას? ვინ იცის“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს, რომ ტესტებზე ნაჩვენები შედეგების გამო, ზედმეტი ამბიციები არ გასჩენია.
„არამგონია, ეს ის იყოს, რამაც ილუზიები უნდა შეგვიქმნას. ყველა თავისი პროგრამის შესაბამისად მუშაობდა და არავის თვითმიზანს არ წარმოადგენდა კარგი დროები. თანაც, ზოგს ავზში ცოტა საწვავი ესხა, ზოგს - მეტი. მოკლედ, ტესტებზე სულ სხვა მიზნები გვაქვს. სასურველია, მიწაზე დავეშვათ და გავაცნობიეროთ, რომ ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. თუმცა, „მერსედესმა“ კარგად იმუშავა როგორც ძრავზე, ასევე მანქანაზე და მთლიანობაში, გაცილებით უკეთ მოვემზადეთ, ვიდრე გასული სეზონის წინ“, - დასძენს ჰამილტონი.

No comments:

Post a Comment