Alonso defends decision not to change broken wing
25 მარტი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ დაზიანებული წინა
ფრთით რბოლის გაგრძელების გადაწყვეტილება, რომელიც მან და გუნდმა მიიღეს,
გამართლებული რისკი იყო. ის ამბობს, რომ მას და გუნდს სურდათ, ამ ფრთით ასპარეზობა
კიდევ რამდენიმე წრე გაეგრძელებინათ, სანამ ტრასა შეშრებოდა და სლიკებზე
გადასვლისთვის მოუწევდა ბოქსში შესვლა.
ალონსოს ეს ფრთა მაშინ დაუზიანდა, როდესაც მეორე
მოსახვევს გადიოდა. დაზიანების მიუხედავად, ესპანელს საკმაოდ მაღალი ტემპი ჰქონდა.
მეორე წრის დასაწყისში, მას ვებერმა სწორზე გაასწრო. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ
ავსტრალიელის მანქანა ალონსოსას შეეხო და მის დაზიანებულ ფრთას საბოლოოდ მოუღო
ბოლო. მაგრამ რეალურად სხვანაირად მოხდა - სწორზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას, ფრთამ
გაზრდილ სიჩქარეს ვერ გაუძლო, ჩამოვარდა და იქვე მას მარცხენა წინა ბორბალმა
გადაუარა.
„ზალიან არ გამიმართლა. კარგი სტარტი ავიღე, მაგრამ
მერე მეორე მოსახვევში ფეტელს დავეჯახე. ძალიან გამიკვირდა, იქ რომ დავინახე,
სადაც იყო. ძალიან დაბალი სიჩქარე ჰქონდა. ვერ განვსაზღვრე, რა სიჩქარით
მოძრაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა დაზიანებული იყო, ეს დიდად არ
შესტყობია. გუნდის თანხმობით გადავწყვიტე, რომ არ გავჩერებულიყავი, რადგან ერთ-ორ
წრეში ისედაც მიწევდა გაჩერება, რათა სლიკები დამეყენებინა. მარტო ფრთისთვის თუ
გავჩერდებოდი, მერე ისევ მომიწევდა შესვლა და ძალიან ბევრ დროს დავკარგავდი. ასე რბოლის
წინა რიგებში დასრულების შანსიც მეკარგებოდა“, - ყვება ალონსო.
სამწუხაროდ,
ფრთა მაშინვე ჩამოვარდა, რაც პიტლეინზე შესასვლელს გასცდა. თანაც, ალონსომ
მანქანაზე კონტროლი დაჰკარგა და დამცავ ზოლში გაჩერდა, იქიდან რბოლაში დაბრუნების ნულოვანი
შანსით. „ადვილია ასეთი გადაწყვეტილების კრიტიკა, მაგრამ იმ მომენტში სრულიად
მართებულად მოჩანდა. სამწუხაროა, ასე რომ მოხდა, რადგან აქ ჩვენ „რედ ბულთან“
ბრძოლის რეალური შანსი გვქონდა. ჩვენი გადაწყვეტილების გარდა, ასეთი შედეგი უიღბლობამაც
განაპირობა. მაგრამ ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ჩინეთისთვის და ბაჰრეინისთვის მოვემზადოთ,
სადაც შარშანდლზე გაცილებით უკეთესი შედეგების იმედი გვაქვს. ევროპამდე რაც
შეიძლება მეტი ქულის აღება უნდა შევძლოთ“, - დასძენს ალონსო.
No comments:
Post a Comment