დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 25, 2013

ბუიე: კუბიცა ალბათ 2014 წელს დაბრუნდება

Kubica 'definitely' in running for 2014 - Boullier
25 მარტი
„ლოტუსის“ შეფ ერიკ ბუიეს თქმით, დიდი შანსია იმისა, რომ მომავალ სეზონში, „ლოტუსს“ რობერტ კუბიცა დაუბრუნდეს. პოლონელმა პილოტმა DTM-დან (გერმანიის ტურინგის ჩემპიონატი) შეთავაზება უარყო, რაც შესანიშნავი სტარტი იქნებოდა ფ1-ში დასაბრუნებლად. ამჟამად ის რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება.

28 წლის პილოტი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ტრავმირებული ხელის მდგომარეობის გამო მიიღო. ის ამბობს, რომ მართალია, ექსტრემალურ რეჟიმში მართვის ჩვევები აღიდგინა, მაგრამ დიდი პრიზის რბოლის ხანგრძლივობისა და დაძაბული რეჟიმისთვის მზად ჯერ არაა. უფრო მეტიც, კუბიცა ამბობს, რომ ცალკეულ ტრასებზე ასპარეზობას ახლაც შეძლებს, მაგრამ არის ტრასები, მაგალითად მონაკო, რომლის პილოტისგან არანორმალურ ამტანობას მოითხოვს. სწორედ ამისთვის არაა ჯერჯერობით მზად.
2010 წელს კუბიცამ სწორედ იმ გუნდში (რენო - ახლანდელი ლოტუსი) იასპარეზა, რომელსაც ბუიე ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს. შემდეგი სეზონისთვის საჯინიბო მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ მის დაწყებამდე პოლონელს იტალიაში, ერთ-ერთ დაბალი დონის რალიზე ასპარეზობისას, უმძიმესი ინციდენტი შეემთხვა, რომელმაც არათუ მისი კარიერა, სიცოცხლეც ლამის შეიწირა.
გავიდა ორი წელი. „ლოტუსში“ კიმი რაიკონენი გადავიდა, რომელმაც შარშან ერთი რბოლა მოიგო და ამ სეზონში პირველივე ეტაპზე გაიმარჯვა. ამიტომ აღარავინ ფიქრობდა იმაზე, რომ „ლოტუსს“ კუბიცაზე კიდევ ეჭირა თვალი. მაგრამ როგორც ირკვევა, ასე არაა და ბუიე მზადაა, პოლონელს კიდევ ერთხელ მისცეს შანსი.
„თუ რობერტი ფორმულა ერთში დასაბრუნებლად სრულ მზადყოფნაში იქნება, ის ჩვენს კანდიდატებს შორის აუცილებლად მოხვდება“, - ამბობს ბუიე. საინტერესოა, რომ რაიკონენს „ლოტუსთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე აქვს. მერე რას აპირებს, ჯერ თავადაც არ იცის. ამიტომ ბუიეს ჰკითხეს, აპირებს, თუ არა რაიკონენი დარჩენას, რაზეც უპასუხა: „კარგი კითხვაა, მაგრამ მასზე პასუხი არ მაქვს“.
სამაგიეროდ, ბუიეს რჩეულად სერია GP2-ის ჩემპიონი, იტალიელი დავიდე ვალსეკი ჰყავს, რომელიც „ლოტუსის“ სარეზერვო პილოტია: „მას ყველა სხვაზე მეტი შანსი აქვს იმისა, რომ ჩვენი საპრიზო პილოტი გახდეს. ამ სეზონში, ჩვენ მისთვის გარკვეული სამუშაო გეგმა შევადგინეთ და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს როგორც ტრეკზე, ისე მის მიღმა. მას ძველი მანქანის ტესტირების საშუალებას მივცემთ“.

No comments:

Post a Comment