დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 27, 2013

„მერსედეს-ბენცმა“ ამერიკისთვის მხოლოდ ელექტრული B-კლასი გაიმეტა


Mercedes-Benz B-Class Comes to U.S., But Only as an Electric Vehicle
27 მარტი
ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა „მერსედეს-ბენცის“ B-კლასის ჰეჩბეკის ელექტრული ვერსიის (მისი სრული სახელია B-კლას ელექტრიკ დრაივ) მსოფლიო პრემიერა. ავტომობილი, რომლის სვლის სიშორეც 200 კილომეტრია, წარმოებისთვის მზადაა. გერმანული კომპანია მას პირველ რიგში, ამერიკის ბაზარზე შეიტანს, სადაც გაყიდვები 2014 წელს დაიწყება. რატომღაც, ამერიკაში სამქიმიანები B-კლასის მხოლოდ ელექტრულ ვწერსიას შეიტანენ.

ელექტრომობილი ჩვეულებრივ ჰეჩბეკ B-კლასის პლატფორმაზეა ბაზირებული. ის აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრეც 134 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 310 ნიუტონმეტრი. „B-კლას ელექტრიკ დრაივს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის დაახლოებით 10 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს.


ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც მანქანის ძირშია მოთავსებული, რომელსაც კომპანიაში „ენერგიის სივრცეს“ უწოდებენ. ამგვარი გადაწყვეტით, სალონში სივრცე დაიზოგა და მანქანაც შეჯახების შემთხვევაში უსაფრთხო გახდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ელექტრულ B-კლასს ინტერიერში და საბარგულში ისეთივე სივრცე აქვს, როგორიც ჩვეულებრივ ჰეჩბეკს. ელექტრომობილის დამუხტვა სტანდარტული საყოფაცხოვრებო ქსელიდანაა შესაძლებელი. 100 კილომეტრის გასავლელად საჭირო ენერგიის შესავსებად მას 2 საათზე ნაკლები ჰყოფნის.
„B-კლას ელექტრიკ დრაივის“ აღჭურვილობაში შედის ელექტრონული კავშირის სისტემა, რომელიც ავტომობილის საკუთარ ვებგვერდს უკავშირდება. მის პატრონს შეუძლია, სმარტფონით ან კომპიუტერით, შორიდანვე შევიდეს ავტომობილის სისტემაში და შეამოწმოს ელემენტების დამუხტვის დონე, გაიგოს, დარჩენილი ენერგიით რა მანძლის გავლაა შესაძლებელი, წინასწარ დაგეგმოს კრუიზ კონტროლით მარშრუტი. იმავე სისტემით შეიძლება ცივ ამინდში წინასწარ ჩართოთ გამათბობელი, ან ცხელ ამინდში გაგრილების სისტემა.

No comments:

Post a Comment