2013 Hyundai Grand Santa Fe Heading to Geneva
თავისი ავტომობილის საქებრად, „ჰიუნდაი“ გვატყობინებს, რომ „გრანდ სანტა ფეს“ თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგული აქვს. ამასთან, მისი ევროპული ვერსია ამერიკულისგან განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ცვლილებები ევროპელი მომხმარებლების გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.
23 თებერვალი
სწორედ ასე ეწოდება „სანტა ფეს“ შვიდადგილიან
ვერსიას, რომელიც კორეულმა კომპანიამ პირველად ნიუ იორკის შარშანდელ ავტო შოუზე წარადგინა.
მალე კი ამავე ავტომობილს ევროპელებს შესთავაზებს. „გრანდ სანტა ფეს“ ევროპული
პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.თავისი ავტომობილის საქებრად, „ჰიუნდაი“ გვატყობინებს, რომ „გრანდ სანტა ფეს“ თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგული აქვს. ამასთან, მისი ევროპული ვერსია ამერიკულისგან განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ცვლილებები ევროპელი მომხმარებლების გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.
„გრანდ სანტა ფე“ სტანდარტულ ვერსიაზე 10
მილიმეტრით მაღალი, 5 მილიმეტრით განიერი და 225 მილიმეტრით გრძელია. მისი
საბარგულის მოცულობა 607 ლიტრია, სალონში შვიდი სავარძელია მოთავსებული. მოკლედ,
ეს მანქანა საშუალო ზომის უგზოობის კლასში ნამდვილი ლიდერია. გარდა ამისა, ავტომობილს
აქვს რადიატორის ახლებური ბადე, წინა ბამპერი, ახალი ნისლსაწინააღმდეგო ფარები, განსხვავებული
სტილის უკანა ნაწილი. ეს ყველაფერი „ჰიუნდაიმ“ ევროპული ბაზრისთვის გააკეთა.
სამაგიეროდ, არანაირი სიახლე ძრავების გამაში და აგრეგატების სპეციფიკაციებში. ევროპელებს შესთავაზებენ 2.2-ლიტრიანი დიზელით აღჭურვილ „გრანდ სანტა ფეს“. ამ ძრავის სიმძლავრე 197 ცხენის ძალაა, ძრავთან კი 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული.
„ჩვენი კომპანიის ევროპულ პორტფელში „გრანდ სანტა ფეს“ დამატება, ევროპაში E-სეგმენტის ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხდება. ამ ავტომობილით, „ჰიუნდაი“ ინარჩუნებს თავის ტრადიციას, რაც მაღალი დონის სტანდარტული ეკიპირების შეთავაზებაში აისახება. თანაც ისე, რომ მყიდველს პრემიუმ ავტომობილის შესაფერისი თანხის გადახდამ არ მოუწიოს. „გრანდ სანტა ფეს“ აქვს მძლავრი და იმავდროულად, ეკონომიური ძრავი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოდიფიცირებული შასი და ტევადი და კომფორტული სალონი, რაც საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს მრავალსულიანი ოჯახებისთვის“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ რელიზში.

No comments:
Post a Comment