დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 25, 2013

პადი ლოუ „მაკლარენიდან“ „მერსედესში“ მოგვიანებით გადავა

Paddy Lowe to leave McLaren for Mercedes later this year
25 თებერვალი

„მაკლარენის“ აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ გუნდში ამ სეზონშიც დარჩება და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება იმის უფლება, რომ „მერსედესში“ მუშაობას შეუდგეს. ამასთან, უოკინგელებმა ის საქმეებს უკვე ჩამოაშორეს და მის პოსტზე ტიმ გოსი აიყვანეს, ვინც ოც წელზე მეტია, „მაკლარენში“ სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს. ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ლოუს ხელი არ მიუწვდებოდეს „მაკლარენის“ იმ სიახლეებზე, რომლებსაც ეს გუნდი 2014 წლის მანქანისთვის შეიმუშავებს.


ჯერჯერობით უცნობია, რა როლს შეასრულებს ლოუ გერმანულ გუნდში, რომელსაც უკვე ჰყავს სამი ტექნიკური დირექტორი. არსებობს ვარაუდი, რომ მას შტუტგარტელები მაღალ თანამდებობას ჩააბარებენ. სხვათა შორის, ბევრი მიმომხილველი ლოუს „მერსედესის“ საჯინიბოს მომავალ უფროსად, როს ბრაუნის ადგილზეც კი მოიაზრებდა. არადა, ლოუსთან მოლაპარაკებას სწორედ ბრაუნი აწარმოებდა. მაგრამ ეს ვარიანტი სამქიმიანებმა გამორიცხეს. თავად ბრაუნი ამბობს, რომ ლოუ თავის შემცვლელად ესახება იმ დროისთვის, როდესაც თავად ფ1-ში კარიერის დასრულებას გადაწყვეტს.
ჟურნალმა „ავტოსპორტმა“ კი შეიტყო, რომ „მერსედესში“ ტოტო ვოლფის მოსვლის შემდეგ (მან ნორბერტ ჰაუგი შეცვალა), ბრაუნსა და „დაიმლერს“ შორის ურთიერთობა იძაბება. თავად ბრაუნი ირწმუნება, რომ გუნდში მისი პოზიცია მყარია. რაც შეეხება მაღალი თანამდებობების მომრავლებას, ის ამბობს, რომ ყველას თავისი, მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია.
„ეს პრობლემა მაშინ იქნებოდა, თუ ყველას ერთი საქმის კეთება დაევალებოდა. მთავარია, რომ ყველას თავისი პასუხიმგებლობის სფერო ჩავაბარეთ. პირადად მე სპორტულ მხარეზე ვარ პასუხისმგებელი, გუნდის ყოველდღიური მართვა მევალება. მოკლედ, თუ ასეთ მიდგომას შევინარჩუნებთ, პრობლემები არ გვექნება“, - ამბობს ბრაუნი.

No comments:

Post a Comment