Renault Reveals 2014 Formula 1 Power Unit V6
25 თებერვალი
ფორმულა ერთში ახალი რეგლამენტი მოქმედებას მერმისს
იწყება, მაგრამ ძრავების მიმწოდებლები ამ ცვლილებისთვის უკვე ემზადებიან. თავისი
ახალი, 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავი პირველმა „მერსედესმა“ გაგვაცნო. დღეს
კი მას „რენო“ დაემატა, რომელმაც გერმანული კომპანიისგან განსხვავებით, თავისი
ახალი აგრეგატის ფოტოსთან ერთად, მისი ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელიც
გამოაქვეყნა.
ფრანგული კომპანიის აგრეგატის სტრუქტურაში, უშუალოდ
1.6-ლიტრიანი V6-ის გარდა, რომელიც ერთსაფეხურიანი ტურბო დამჭირხნითაა აღჭურვილი, ორი
ელექტროძრავიც შედის. წინასწარი მონაცემებით, შიდაწვის ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის
ძალაა, ბრუნთა რიცხვი კი 18 000-დან 15 000-მდე არის შემცირებული (რეგლამენტის
მოთხოვნით). სისტემა ერს-ის (ენერგიის აღდგენის სისტემა) სიმძლავე 160 ცხენის
ძალას აღწევს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ ენერგიის გამოყენების უფლება,
პილოტებს წრეზე 30 წამის განმავლობაში ექნებათ.
„ძრავის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ჩვენ
აქცენტი გავამახვილეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამომუშავებული ენერგია
მივიტანოთ ბორბლებამდე და რაც შეიძლება მეტი ენერგიის აღდგენა მოვახერხოთ რბოლის
დროს. ახალი რეგლამენტის მიზანს სწორედ ეფექტურობის გაუმჯობესება წარმოადგენს,
რაშიც ტურბო კომპრესორი, ლიტრაჟის შემცირება და ენერგიის აღდგენის დანერგვა გვეხმარება.
ასეთ ენერგიას ჩვენ გამოსაბოლქვში და მუხრუჭებში მოვიპოვებთ და ელექტროძრავებით
ვიყენებთ“, - ამბობს „რენო სპორტ ფ1-ის“ გენერალური მენეჯერის მოვალეობის
შემსრულებელი და ტექნიკური დრექტორირობ უაიტი.
No comments:
Post a Comment