Sebastien Loeb increases lead in Monte Carlo
Rally
17 იანვარი
სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალის ორი დღის შემდეგ,
მდვრებთან უპირატესობა გაზარდა. ის ახლა წუთნახევარზე მეტს უგებს „ფოლკსვაგენით“
მოასპარეზე სებასტიან ოჟიეს. თავის ლეგენდარულ თანამემამულეს რომ ვერაფერი
მოუხერხა, ნარბოლევს ოჟიემ განაცხადა, მიხარია, რომ „სიტროენს“ გამარჯვების
საშუალება ეძლევაო...
ზედზედ ცხრა ტიტულის მოპოვების შემდეგ, ლოები ამ
სეზონში მხოლოდ ოთხ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ, ოჟიე მას ტიტულის
მოცილედ არ მიიჩნევს. მთავარია, იმათ არ გაასწრონ, ვინც მთელი სეზონის
განმავლობაში აპირებს ასპარეზობას. და ჯერჯერობით, ოჟიე პროგრამა მინიმუმს
ასრულებს - მესამეზე მყოფ ესპანელ დანიელ სორდოს, ვინც ასევე „სიტროენით“ ასპარეზობს,
წუთზე მეტს უგებს.
თავის მხრივ, სორდოს სერიოზულ მეტოქეობას უწევს
რუსი ევგენი ნოვიკოვი, ვინც მეორე დღის ორი სპეცმონაკვეთი მოიგო. ორი
სპეცმონაკვეთიც ლოებმა მოიგო, ერთზე კი ყველაზე სწრაფი, IRC-ის
(ინტერნეიშნლ რალი ჩელინჯ) ყოფილი ჩემპიონი, ფინელი იუჰო ჰაენინენი იყო, ვისთვისაც
ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი უსწრაფესი სპეცმონაკვეთია.
სხვათა შორის, ჰაენინენის დებიუტი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე
რამდენიმე წლის წინ შეგდა, მაგრამ შემდეგ, ექვსი სეზონი გამოტოვა. მიუხედავად
იმისა, რომ სპეცმონაკვეთზე ყველაზე სწრაფი იყო, ის მაინც უკმაყოფილოა თავისი
არასტაბილურობით. სწორედ ამის გამი, დღის ბოლოს მას იარი-მატი ლატვალამ გაასწრო.
მეორე დღის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:16:29.100
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) +01:35.000
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) 02:38.000
4. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 02:53.200
5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 03:22.700
6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 03:43.200
7. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ფორდი) 04:11.300
8. ბრაიან ბუფიე (საფრნაგეთი, სიტროენი) 05:45.800
9. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) 05:49.500
10.
მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 14:15.600
No comments:
Post a Comment