6 იანვარი
და მაინც, ოზი მრბოლი უკვე 36 წლისაა და მისი ფ1-ის
კარიერაც დასასრულს უახლოვდება. თანაც, გუნდის რუხმა კარდინალმა, ენერგეტიკული
სასმელების მწარმოებელ კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებლისა და მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის
მრჩეველმა (მოტორსპორტის საქმეებში), თავადაც ფ1-ის ყოფილმა პილოტმა ჰელმუტ მარკომ
უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინტერლაგუშის რბოლის დროს, ვებერმა ვერ ფეტელისთვის
ზურგის უზრუნველყოფა ვერ შეძლო - ფერნანდო ალონსოსთან უბრძოლველად დათმო პოზიცია.
ცეცხლზე ნავთი ფლავიო ბრიატორემაც დაასხა, ვინც
ჯერაც განაგებს ვებერის საქმეებს. ბრაზილიური რბოლის შემდეგ, ბრიატორემ განაცხადა,
ერთადერთი, ვინც „ფერარის“ ეხმარებოდა, ვებერი იყოო. მარკომ უფრო თავშეკავებულად
შეაფასა თავისი პილოტის გამოსვლა: „მარკმა ბრაზილიაში ოპტიმალურად არ ითანამშრომლა“.
გერმანულ პრესაში უკვე ეძებენ ვებერის შესაძლო
შემცვლელს. საერთოდ, „რედ ბულს“ სწორედ ამიტომ ჰყავს მეორე გუნდი - „ტორო როსო“, რომელმაც
მას ფეტელი მისცა. ახლა იტალიურ გუნდში ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო და ფრანგი
ჟან-ერიკ ვერნი ასპარეზობენ. თუმცა, მარკო მარტო ამ არჩევანით არ შემოიფარგლება და
თვლის, რომ ვებერის შემცვლელად ნიკო ჰულკენბერგი კარგი არჩევანი იქნებოდა. ის ჰულკენბერგი,
რომელმაც იმავე ბრაზილიაში, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისთვის, დიდი ბრძოლა
გაუმართა „მაკლარენის“ პილოტებს.
ჰულკენბერგი 25 წლისაა. გასულ სეზონში ის „ფორს ინდიას“
მანქანით ასპარეზობდა, მომავალი სეზონისთის კი ერთწლიანი კონტრაქტი „ზაუბერთან“
გააფორმა. ანუ, სეზონის ბოლოს, თავისუფალი იქნება. პილოტების ბაზარზე ჰულკი ძვირად
ფასობს, რადგან საყოველთაო აღიარებით, მას კარგი მომავალი აქვს. გერმანელის
გადაბირებაზე „ფერარიც“ ფიქრობს.
მარკო
ამბობს, რომ „რედ ბულს“ ჰულკენბერგის აყვანა თავის იუნიორთა მომზადების ჯგუფში
აყვანა რამდენიმე წლის წინ სურდა, მაგრამ პერსპექტიულ პილოტს უკვე მფარველობდა გერმანული
საავტომობილი ტრანსპორტის ინსპექციის ასოციაცია „დეკრა“, რომელმაც ნიკოს გაშვება
არ ინება...
No comments:
Post a Comment