This Ferrari Enzo Replica with a 400hp BMW V12
Almost Had us Fooled
6 იანვარი
როგორც წესი, რეპლიკა ავტომობილებს, ანუ რომელიმე
ცნობილი ავტომობილის (ყველაზე ხშირად სუპერქარების) ასლებს, ავტომობილის ბაზაზე
აწყობენ. საბაზისო ავტომობილს დონორად მოიხსენიებენ და რეპლიკის დამზადება
მეტწილად, დონორის ეგრეთ წოდებულ მგორავ შასიზე, სასურველი ავტომობილის ძარას
დგამენ. ძარა კომპოზიციური მასალისგან მზადდება, რომლის საფუძვლადაც ყველაზე
ხშირად, შუშის ან კარბონის ბოჭკოსგან შექმნილ ქსოვილს იყენებენ.
ბევრი პატარა კომპანია რეპლიკების წარმოებაზეა
სპეციალიზებული და ამ საქმით კარგ მოგებასაც ნახულობს. ყველაზე პოპულარული თემებია
„AC კობრა“, „ლოტუს 7“ და „ფერარის“ და „ლამბორგინის“ მოდელები. დონორებად კი იყენებენ
როგორც „ფოლკსვაგენ გოლფს“, ასევე „ფორდ ესკორტს“ და „ოპელ ასტრას“. არსებობს
ფირმები, რომლებიც „მაზდა მიატას“ გამოყენებაზეა ორიენტირებული. ყველაზე სასურველი
დონორი კი ორკარიანი „პონტიაკ ფიეროა“, რომელიც ალბათ მალე გამოილევა მეორად
ბაზარზეც კი.
საერთოდ, ძალიან იშვიათად ნახავთ რეპლიკას, რომელიც
ორიგინალს ძლიერ ჰგავს როგორც გარეგნულად, ისე ტექნიკური მახასიათებლებითაც. ეს
ავტომობილი კი, რომელიც ფოტოებზეა გამოსახული, „ფერარი ენცოს“ ალბათ საუკეთესო
რეპლიკაა. გარეგნულადაც ის ძალიან დიდი სიზუსტით იმეორებს ლეგენდარულ იტალიურ
სუპერ ავტომობილს, ზომებითაც მისი იდენტურია და მახასიათებლებითაც მასთან ახლოსაა.
„ენცოს“ რეპლიკა გერმანიაში იყიდება. მისი
გაბარიტებია: სიგრძე 4700 მილიმეტრი, სიგანე 2030 მილიმეტრი, სიმაღლე 1140 მილიმეტრი,
ბორბლებს შორის ბაზა კი 2650 მილიმეტრი. ავტომობილის აღჭურვილია „ბეემვეს“
წარმოების 5.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფია შეწყვილებული.
გერმანელი მოქალაქე, ვინც ავტომობილს ჰყიდის,
ამბობს, რომ ავტომობილის ძარა შუშისა და კარბონის ბოჭკოების კომპოზიტებითაა დამზადებული.
მუხრუჭებს წინ 8-ცილინდრიანი, უკან კი 6-ცილინდრიანი სისტემები ემსახურება.
ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინები „კონტინენტალის“
წარმოების 255/30 ZR19 (წინ) და 315/25 ZR19 (უკან) ზომის საბურავებითაა შემოსილი.
ავტომობილი
გასაყიდად „იბეიზეა“ გატანილი და ჯერჯერობით, მასში პატრონს მხოლოდ 40 000 ევროს
სთავაზობენ, თუმცა ფასი გამყიდველისთვის დამაკმაყოფილებელი არაა...
No comments:
Post a Comment