19 იანვარი
სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალიზე მეშვიდე,
კარიერაში კი 77-ე გამარჯვება გამარჯვება მოიპოვა. რბოლის მეოთხე დღეს მხოლოდ სამი
სპეცმონაკვეთი ჩატარდა, ორი კი უამინდობის გამო გაუქმდა. საბოლოოდ, ლოებმა
შეინარჩუნა უპირატესობა, რომლის წყალობითაც, ახალი სეზონის პირველივე რბოლა მოიგო.
რბოლის ბოლო დღეს, მონაკოს ირგვლივ გაჭვიმდა და მართალია,
გზებზე ყინული გაადნო, მაგრამ მაყურებელმაც სიცივეში დასველებას შინ წასვლა არჩია
და გზებს მოეფინა. ამის გამო, გზებზე უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელი გახდა და
ორგანიზატორებიც იძულებულნი შეიქნენ, მე-17 და მე-18 სპეცმონაკვეთები გაეუქმებინათ.
საბოლოო შედეგებად კი მე-16 სპეცმონაკვეთის შემდგომ არსებული კლასიფიკაცია
დატოვეს.
მეორე ადგილი „ფოლკსვაგენით“
მოასპარეზე ფრანგმა სებასტიან ოჟიემ დაიკავა, ვინც ჩემპიონატს სათავეში
ჩაუდგა, რადგან ლოები მხოლოდ ოთხ ეტაპზე აპირებს გამოსვლას და მისი შედეგები
საჩემპიონატო ჩათვლაში არ შევა. ამგვარად, მისთვის და დებიუტანტი „ფოლკსვაგენისთვის“
ეს მეორე ადგილი გამარჯვების ტოლფასია.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს მეორე ადგილი ჩემთვის
გამარჯვების ტოლფასია. მე სპორტსმენი ვარ და მეორე ადგილი არასდროს გამხარებია,
მაგრამ ამ რბოლაში ეს მართლაც მიზანი იყო. და სეზონის ასე დაწყება შესანიშნავია.
ერთი სეზონი გამოვტოვე, ძალიან ბევრ ტესტში მივიღე მონაწილეობა. ბევრჯერ
გაწბილებულიც დავრჩი. დღეს კი ჩვენი „პოლო“ მოწინავეა“, - ნარბოლევს განაცხადა
ოჟიემ.
მესამე ადგილზე ესპანელი დანი სორდო გავიდა,
რომელსაც რუს ევგენი ნოვიკოვთან დაძაბული პაექრობა ჰქონდა. მაგრამ ეს მე-16 სპეცმონაკვეთზე
გზის პირას კლდეს დაეჯახა და ასპარეზობას გამოეთიშა - შეჯახების შედეგად, მის „ფორდს“
უკან მარცხენ ბორბალი მოსძვრა და საკიდარი დაუზიანდა. რბოლა ვერც „ფოლკსვაგენის“
ფინელმა იარი-მატი ლატვალამ დაასრულა, ვინც ასპარეზობას იმავე სპეცმონაკვეთზე
გამოეთიშა.
ჩემპიონტის
მეორე ეტაპი ერთ თვეში შვედეთში გაიმართება.
რბოლის შედეგები (16 სპეცმონაკვეთი)
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 5:18:57.200
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) + 1:39.900
3. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) + 3:49.000
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) + 5:26.300
5. ბრაიან ბუფიე (საფრნაგეთი, სიტროენი) + 8:13.100
6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) + 12:03.700
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) + 23:27.300
8. ზეპ ვიგანდი (გერმანია, შკოდა) + 29:34.500
9. ოლივიე ბური (შვეიცარია, პეჟო) + 35:38.400
10.
მიხალ კოსიუშკო (პოლონეთი, მინი) +
36:28.000
No comments:
Post a Comment