დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 20, 2013

„ფერარი“ გამწევ-ბერკეტიან საკიდარს ტოვებს


Ferrari to evolve 'pull-rod' layout for 2013
20 იანვარი
გასულ სეზონში, „ფერარის“ სარბოლი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავისებურება, წინა ეგრეთ წოდბული გამწევ-ბერკეტიანი (pull rod) საკიდარი იყო, რომელიც მანამდე ბოლომ „მინარდიმ“ 2001 წელს გამოიყენა. ამ სისტემას სხვა გუნდების ინჟინრები, გველის ნაკბენივით უფრთხოდნენ, რადგან მისი ინსტალაციაც და მომსახურებაც, სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. თუმცაღა, დადებითი თვისებებიც ახასიათებს, რომეთა გამოც, მის დანერგვას შეიძლება აზრი ჰქონდეს.

მოკლედ, მარანელოელებმა მათი ტექნიკური დირექტორის, ნიკ ფრაის დიდი მონდომების წყალობით გარისკეს და როგორც ჩანს, პრობლემები არ შექმნიათ, რადგან იმავე სისტემის მოდფიცირებული ვერსიის გამოყენებას, ახალ ბოლიდზეც აპირებენ. და ეს იმავე ფრაიმ დაადასტურა.
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ კითხვაზე, ღირდა თუ არა გამწევ-ბერკეტიანი საკიდარის გამოყენება, ფრაი პასუხობს: „შემიძლია ვთქვა, რომ სისტემას ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. სამაგიეროდ, მისი წყალობით, აეროდინამიკაში მცირე უპირატესობას ღებულობ. საერთო ჯამში, ჩვენ ყველანაირი სტრუქტურული პრობლემა გადავჭერით და მისგან ყველა უპირატესობა გამოვიყენეთ“.
ასეთი სისტემის ერთ-ერთი ნაკლი ისაა, რომ მექანიკოსებს მისი მომსახურება უჭირთ და ამაზე ბევრ დროს კარგავენ, რაც ტესტების და რბოლისთვის მანქანის მზადების პროცესში, წამგებიანია. სამაგიეროდ, აეროდინამიკის გაუმჯობესების გარდა, გამწევ-ბერკეტიანი ელემენტები მონოკოკის წინა ნაწილის დაბლა მაგრდება, რაც სიმძიმის ცენტრის დაწევას იწვევს.
გამწევ-ბერკეტიანი საკიდარის მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც ფ1-ში და ღიაბორბლიან სარბოლ ავტომობილებში ფართოდ გავრცელებული მიმწოლ-ბერკეტიანი, ეგრეთ წოდებული push rod სისტემები, ოღონდ განსხვავება საკიდარის ელემენტების განლაგებაშია. ამასთან, პირველ შემთხვევაში, ამორტიზატორი მონოკოკს ზევით აწვება, და მას ჰორიზონტალური პოზიციის დასაკავებლად ექაჩება, მეორე შემთხვევაში კი - ქვევით აწვება და შესაბამისად, მონოკოკს დახრაში „ეხმარება“, რაც არასასურველია.
ფრაი ამბობს, რომ მოდერნიზებული საკიდარი უკვე მზადაა და ის უფრო ეფექტური იქნება: „ჩვენ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ, ოღონდ ახალი სისტემა ცოტა განსხვავებულია. და არ გამიკვირდება, თუ სხვა გუნდბიც მოგვბაძავენ. როდესაც ჩვენ პირველად ამ სისტემის გამოყენება დავიწყეთ, ყველა ამბობდა, რომ ეს სიგიჟეა. მაგრამ თუ მის დადებით და უარყოფით მხარეებს აწონ-დაწონით, დარწმუნდებით, რომ ეს სისულელე არაა“.

No comments:

Post a Comment