13 იანვარი
ახლახანს პეტერ შრაიერი „კიას“ პირველი არაკორეელი
პრეზიდენტი გახდა. და იმავდროულად, კორეული კომპანიის მთავარი დიზაინერის პოსტიც
შეინარჩუნა. ახალი წლის მეორე დღეს კი, „ჰიუნდაიმ“, რომლის ჯგუფშიც შედის „კია“, შრაიერი
საკუთარი დზაინის ხელმძღვანელადაც დანიშნა. იმავდროულად, „ჰიუნდაის“ ჯგუფის პრეზიდენტმა
და მთავარმა აღმასრულებელმა მონ-კოო ჩუნმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანიების ახალი
საერთო დევიზი იქნება: „ბრენდის ინოვაციები ხარისხზეა დაფუძნებული“.
„დიზაინი ავტომობილის არამხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო
ასპექტია, არამედ ეს ის ფაქტორიცაა, რომელიც მომხმარებელთან მყარ კავშირს აყალიბებს.
ამიტომ, ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი სწორედ ამ ფაქტორის სრულყოფას ემსახურება,
რაც მთლიანად ბრენდის ფასეულობას ზრდის“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორის“ ჯგუფის
კვლევისა და განვითარების ცენტრის ვიცე თავმჯდომარე ვოონ-ჩულ იანი.
მისივე თქმით, შრაიერი მის კომპანიაში დიზაინის
სფეროში უზარმაზარ გამოცდილებას მოიტანს, რაც მან სხვა კომპანიებში მუშაობისას
დააგროვა. ამასთან, მას კარგად ესმის „ჰიუნდაი მოტორის“ ჯგუფის ფასეულობები. ამ
ფასეულობათა საფუძველზე კი, „ჰიუნდაის“ და „კიას“ გლობალური ბაზრის ტოპ ავტო მწარმოებლებად
ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი.
შრაიერის ხელმძღვანელობით, „კიას“ დიზაინერთა
ჯგუფმა შეიმუშავა ახალი კორპორატიული სტილი, კოდური სახელწოდებით „სწორხაზოვნების
სიმარტივე“, რომელიც უკვე მთელ სამოდელო გამას მოიცავს და რომელმაც პოპულარულ
კონკურს „რედ დოტისგან“ დამსახურებული აღიარება მიიღო.
საკუთარი, საკმაოდ წარმატებული სტილი - „თხიერი
სკულპტურა“ აქვს „ჰიუნდაის“, რომელმაც ის პირველად „სონატაზე“ გამოიყენა და ის
უკვე პრაქტიკულად ყველა ავტომობილზე დანერგა. ჯერჯერობით უცნობია, შრეიერი ამ
სტილს განავითარებს, თუ „ჰიუნდაის“ ახალ ფორმაში გამოაწყობს...
No comments:
Post a Comment