დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 21, 2012

„მაკლარენი“MP4-28-ს 31 იანვარს გვიჩვენებს

McLaren to launch MP4-28 on January 31
21 დეკემბერი

თავის ახალ სარბოლ ავტომობილს, სახელად MP4-28, „მაკლარენი31 იანვარს გვიჩვენებს. ეს ინფორმაცია ბრიტანულმა გუნდმა სპეციალური რელიზით გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა დეტალებზე ლაპარაკი არცაა. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ პრეზენტაცია ბრიტანეთის ტერიტორიაზე შედგება.

მოსალოდნელია, რომ სხვა გუნდებიც თავიანთი ახალი მანქანების პრეზენტაციებს დაახლოებით იმავე პერიოდში ჩაატარებენ. ამ პრეზენტაციებიდან ცოტა ხანში კი წინასასეზონო ტესტები დაიწყება, რომლებიც ესპანეთში ჩატარდება.
პირველ თებერვალს თავის ახალ მანქანას „ფორს ინდია“ სილვერსტოუნზე წარმოადგენს, ოთხი დღის შემდეგ კი, ტესტების პირველ დღეს, ხერესში თავის მანქანას (C32) „ზაუბერიც“ გვიჩვენებს.
დაბოლოს, იტალიურ გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, „ფერარის“ ახალ სარბოლ მანქანას 1 ან 2 თებერვალს ვნახავთ.

No comments:

Post a Comment