დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 21, 2012

ამერიკიდან წამოსული „სუზუკი“ აშშ-ში 2 500 ავტომობილს შეიტანს


Suzuki to Import 2,500 Vehicles to Meet Increased US Demand
21 დეკემბერი
ამერიკული ბაზრისთვის 2 500 ავტომობილი ზღვაში წვეთია, მაგრამ აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ ახლახანს, იაპონურმა კომპანიამ აშშ-ში თავისი საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, „სუზუკის“ გაყიდვები ნოემბერში დაახლოებით 22 პროცენტით გაიზარდა - სულ 2 224 ავტომობილი გაყიდა.

გამონაკლისი არც დეკემბერი იქნება - გაგრძელებული გარანტიების, საფასო შეღავათების და საბაზო აღჭურვილობაში ბევრი ისეთი სისტემის და დეტალის შეტანამ, რომლებსაც სხვა ბაზრებზე მყიდველს ოპციის სახით სთავაზობენ, „სუზუკის“ ავტომობილებზე მოთხოვნის არნახული ზრდა გამოიწვია.
არადა, მალე იაპონური კომპანია თავისი ამერიკული სადილერო ქსელის დახურვას აპირებს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ქვეყანაში დაგეგმილზე 2 500 ავტომობილით მეტს შეიტანს, რათა გაზრდლი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. იმავდროულად, იმავე ბაზარზე, რეორგანიზაცია ჩაუტარდება „სუზუკის“ მოტოციკლების და მოტორიანი ნავების ბიზნესს.
გამოცემა „ბიზნესუიკთან“ საუბრისას, „სუზუკის“ რესტრუქტურიზაციის შტოს შეფმა ფრედი რაისმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამერიკის ბაზრისთვის ავტომობილებს აღარ აწარმოებს. არადა, როდესაც კომპანიამ თავის ამერიკელ დილერებს განუცხადა, რომ ავტომობილების ახალი პარტიის შეტანის შანსი გაჩნდა, მათგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი მიიღო - ეს შანსი გამოვიყენოთო.
არადა, ამერიკის ბაზარზე, მთელი წლის განმავლობაში „სუზუკის“ გაყიდვები მხოლოდ 22 000 ავტომობილით შემოიფარგლება. და ეს მაშინ, როდესაც კომპანიამ იმავე ბაზარზე 2007 წელს 120 000 ავტომობილი გაჰყიდა...

No comments:

Post a Comment