Ecclestone says Hamilton chasing Mercedes cash
22 დეკემბერი
82 წლის ბერნი ეკლსტოუნს ერთი ტრადიცია აქვს - საშობაოდ
მისალოც საშობაო ბარათებს აქვეყნებს, რომლებზეც ფ1-ის აქტუალურ თემებზე კარიკატურებია
შესრულებული. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა.
ახალ ბარათებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
ისაა, რომელზეც ლუის ჰამილტონია გამოსახული. სურათზე ჩანს, რომ ჰამილტონმა თავისი
დაზიანებული „მაკლარენი“ მიატოვა და გზის ქვემოთ მდგარი „მერსედესის“ სედანისკენ
ხტება.
ფოტოს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, თუ ვინ უზის
საჭეს - ნიკი ლაუდა - ჰამილტონსა და სამქიმიანებს შორის კონტრაქტის გაჩარხვის
მთავარი შემოქმედი. რა თქმა უნდა, მისი ამოსაცნობი ნიშანიც სახეზეა - წითელი კეპი
წარწერით Aabar. თან, მანქანას საქარე შუშის ზედა ნაწილში აწერია
- ნიკი, ლუის. დაკიდევ, მანქანაში ოქროსფერი ტომარა ჩანს, რომელსაც დოლარის ნიშანი
ამშვენებს. ამით ბერნი მიანიშნებს, რომ გარიგების მთავარი არგუმენტი ფულია, დიდი
ფული.
საგზაო ნიშანსაც დააკვირდით - ზედ აწერია შტუტგარტი
(სადაც მერსედესის შტაბბინაა) და იქვე - ახლოსაა. ანუ, ბერნის ამით ალბათ იმის
თქმა უნდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ჰოკენჰაიმრინგზე შედგა, ტრასაზე,
რომელიც შტუტგარტიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს...
No comments:
Post a Comment