Mazda to Build New 6 in China from 2013
23 დეკემბერი
„მაზდამ“ გამოაცხადა, რომ ახალ 6-ს ჩინეთშიც
გამოუშვებს. წარმოება ერთ წელიწადში დაიწყება, იაპონური კომპანიის და ჩინური FAW-ის
ერთობლივ საწარმოში, რომელიც წინა ორი თაობის „მაზდა6-საც“ უშვებს. ამ ორიდან,
პირველი თაობის ავტომობილი ცისქვეშეთში „მაზდა6-ის“ სახელით იყიდება, მეორეს კი „მაზდა6
რუი ი“ ჰქვია.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ „მაზდა“ ორივე წინა
თაობის ავტომობილს კონვეიერზე შეინარჩუნებს. ამის მიზეზი მარტივია - თავისი კლასის
სედანებს შორის, „მაზდა6“ ერთ-ერთი საუკეთესოა, თან შესანიშნავი მართვადობით
გამოირჩევა. მთავარი კი ისაა, რომ წინა თაობის მოდელები გაცილებით იაფი ეღირება და
მყიდველს ფასითაც მიზიდავს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ძრავებით აღიჭურვება
ახალი „მაზდა6-ის“ ჩინური ვერსია. წინა ორი თაობის სედანები ბენზინზე მომუავე 2.0-ლიტრიანი
ძრავებითაა (150 ცხ.ძ) აღჭურვილი, ახალი კი შეიძლება 2.5-ლიტრიანითაც გამოუშვან,
რომლის სიმძლავრეც 170 ცხენის ძალაა. რაც მთავარია, ახალი სედანი ტექნოლოგია „სკაიაქტივით“
აღიჭურვება, რაც მას მნიშვნელოვნად გააძვირებს.
სხვათა
შორის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ავტომწარმოებელი ერთ ქარხანაში, ერთი
კონკრეტული მოდელის სამ თაობას ერთ ჭერქვეშ გამოუშვებს...
No comments:
Post a Comment