დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 3, 2014

21 რბოლა მომავალ სეზონში

F1 set for 21-race 2015 season as Korea makes surprise provisional return
3 დეკემბერი
დოჰაში (ყატარი) გამართულ მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოზე, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის 2015 წლის სეზონის კალენდარი მიიღეს, რომელშიც 20-ის ნაცვლად, 21 ეტაპია შეტანილი. ყველასთვის მოულოდნელად, კალენდარს კორეის დიდი პრიზი დაუბრუნდა. თუმცა, მისი ადგილი ახალ კალენდარში ჯერჯერობით შუალედურია.

ალონსო ლე მანზე რბოლასაც აპირებს

Alonso won't be able to combine F1 and Le Mans in 2015
3 დეკემბერი
ფერნანდო ალონსოს გადაწყვეტილების მიღება გაუჭიანურდა. და ამის კვალობაზე, მის მომავალზე სულ უფრო მეტსა და მრავალფეროვან ინფორმაციას - ჭორ-მართალს ვგებულობთ. მაგალითად, დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფ1-ის ორგზის ჩემპიონს, მომავალ სეზონში ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაც სურს.

ჰორნერი: თუ წესები არ შეიცვალა, „რენო“ წავა

Renault could quit amid current engine rules - Horner
3 დეკემბერი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ თუ ძრავების რეგლამენტი არ შეიცვლება, ფორმულა ერთს ძრავების მწარმოებლები დატოვებენ და არც სხვები ეცდებიან საკუთარი პროექტების წამოწყებას. ის კონკრეტულად „რენოს“ გულისხმობს და ფორმულა ერთს რეგლამენტის უფრო მარტივი, 2.4-ლიტრიანი V6 ძრავების რეგლამენტის მიღებას ურჩევს. თუმცა, ასეთი რეგლამენტის შემოღებას FIA-ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ნონსენსი უწოდა.

ლაუდას ლოცვა და ჰამილტონის დაზიანებული „მაკლარენი“

Why Lauda prayed for McLaren breakdown in 2012
3 დეკემბერი
სინგაპურის 2012 წლის დიდი პრიზის რბოლისას, ლუის ჰამილტონის „მაკლარენზე“ დაზიანებულმა გადაცემათა კოლოფმა, დიდწილად განაპირობა ბრიტანელი მრბოლის „მერსედესში“ გადასვლა. და დღეს ნიკი ლაუდა იხსენებს, თუ როგორ შეძლო მისი გუნდის დომინაციის ერთი „მნიშვნელოვანი ნაწილის“ გადაბირება „მერსედესის“ გუნდის ერთ-ერთი შეფი ამბობს, რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია.

Tuesday, December 2, 2014

უახლესი „ფორდ ევერესტის“ პრემიერა გუანჯოუში

All-New Ford Everest Off-Road SUV Unveiled
2 დეკემბერი
გუანჯოუს მოტორ შოუზე, „ფორდმა“ სრულიად ახალი უგზოობის მოდელი, შვიდადგილიანი „ევერესტი“ წარადგინა. ავტომობილი პიკაპ „რეინჯერის“ ბაზაზეა შემუშავებული და შესაბამისად, მისივე ჩარჩოს ტიპის შასიზეა აგებული. მას სრულ ამძრავიანი ტრანსმისია და მომენტის აქტიური გამანაწილებელი ემსახურება, რომელიც ბორბლებს შორის მას საჭიროებისამებრ ანაწილებს.

ემერსონ ფიტიპალდის რბოლებში მონაწილეობას ისევ აპირებს

F1 legend Emerson Fittipaldi keen to race with Christian and Pietro
2 დეკემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ ახლახანს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე იასპარეზა, რომელიც სან პაულუს ინტერლაგუშზე ჩატარდა. რბოლაში მან „AF კორსე ფერარის“ სარბოლი ავტომობილით მიიღო მონაწილეობა და ეს ისე მოეწონა, რომ განაცხადა, ეს ერთჯერადი დაბრუნება არ იყო და რბოლებში გამოსვლას ისევ ვაპირებო.

Monday, December 1, 2014

„პროლოგი“ - „აუდის“ მომავალი სახე

Audi Prologue Coupe Concept is Ingolstadt's S-Class Coupe
1 დეკემბერი
ამ ავტომობილის დებიუტის შესახებ, „აუდიმ“ ჯერ კიდევ ლოს ანჯელესში მის პრემიერამდე, ფოტო ტიზერების გამოქვეყნებით გვაცნობა. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონცეპტუალური „პროლოგ კუპე“, გერმანული კომპანიის ახალი სტილის მაჩვენებელი გახდებოდა. ლოს ანჯელესში, ეს ინფორმაცია კომპანიის შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა დაადასტურა.

„სუზუკი“ 2017 წლამდე ექვს ახალ მოდელს გამოუშვებს

Suzuki plans six new models by 2017
1 დეკემბერი
„სუზუკი“ თავისი სამოდელო გამის სრულად განახლებას და ახალი ავტომობილებით მის შევსებას გეგმავს. და ამ ყველაფერს 2017 წლამდე აპირებს. ამ გეგმის შესაბამისად, იაპონური კომპანია ბაზარზე ექვს ახალ მოდელს გამოუშვებს. „სუზუკი“ თავის უახლეს საქალაქო ავტომობილ „სელერიოს“ ბრიტანეთის ბაზარზე თებერვალში შეიტანს, სადაც ბოლო ორ წელიწადში წლიური გაყიდვები, 20 000-დან 37 500-მდე გაზრადა.

Sunday, November 30, 2014

„იაგუარ ლენდ როვერის“ ხმოვანი კონტროლის სისტემა

JLR speaks up for voice recognition
30 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შუზე, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი მორიგი ტექნოლოიგური სიახლე - სისტემა „ჯასტდრაივ“ წარადგინა. ბრიტანული კომპანიის განმარტებით, ეს სიახლე, სმარტფონის რამდნმე აპლიკაციას ერთ, მარტივ აპლიკაციაში უყრის თავს და მისი გააქტიურება ხმოვანი სიგნალითაა შესაძლებელი. ამ სისტემის შემუშავებაში, „იაგუარ ლენდ როვერს“ კალიფორნიული კომპანია „ქლუდქარი“ მონაწილეობდა. „ჯასტდრაივი“ კომპანია „ეპლის“ „აიფონთანაა“ თავსებადი. მოგვიანებით, ამავე სისტემის „ანდროიდთან“ თავსებადი ვერსიაც მომზადდება.

Friday, November 28, 2014

კარლოს საინს უმცროსი „ტორო როსოში“

Sainz confirmed in all-rookie Toro Rosso line-up
28 ნოემბერი
„ტორო როსოც“ დაკომპლექტდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იტალიური გუნდი მეორე პილოტად კარლოს საინს უმცროსს აირჩევდა, რადგან „რედ ბულის“ ფარმ გუნდმა ჟან-ერიკ ვერნს კარისკენ ოფიციალურად მიუთითა. დღეს კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჰოლანდიელ თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან ერთად, მომავალ სეზონში გუნდის ბოლიდით კიდევ ერთი თინეიჯერი - ესპანელი საინსი იასპარეზებს.

„ფორდ ექსპლორერის“ ახალი სახე და ეკობუსტი

2016 Ford Explorer Gets a New Face, 2.3L EcoBoost Engine and Platinum Grade
28 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის პოპულარულ უგზოობის მოდელ „ექსპლორერს“ განახლება ჩაუტარა. სტილის შეცვლის გარდა, რომელსაც რადიატორის ახალი ცხაური და ვიწრო ფარები განსაზღვრავს, მისი ძრავების გამაშიც გამოჩნდა სიახლე. ესაა 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი. გარდა ამისა, ამიერიდან ხელმისაწვდომი გახდება სერია „პლატინუმი“ და ახალი ტექნოლოგიები. განახლებული „ექსპლორერის“ გაყიდვები მომავალ ზაფხულში დაიწყება, როცა ცისფერი ოვალი ამ ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„პორშე“ „პანამერას“ გამას გააფართოებს

Porsche To Expand Panamera Range, No Electric Cars
28 ნოემბერი
ცნობილია, რომ „პორშე“ მეორე თაობის „პანამერაზე“ მუშაობს, რომელიც როგორც ჩანს, მყიდველის წინაშე მცირე ოჯახის სახით წარსდგება. უფრო სწორედ, ცუფენჰაუზენელები მის ბაზაზე რამდენიმე ვერსიის გამოშვებას გეგმავენ. მათ შორის იქნება ვერსია „შუტინგ ბრეიკ“ - ერთგვარი კუპე-უნივერსალი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც 2012 წელს ვიხილეთ.

ფორმულა 1 და ლე მანი ერთად

Motor racing-Hulkenberg to race F1 and Le Mans next year
28 ნოემბერი
მომავალ სეზონში, მიკო ჰულკენბერგი ფორმულა ერთის გარდა, ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც მიიღებს მონაწილეობას. მან კონტრაქტი გააფორმა „პორშესთან“, რომელმაც ლე მანზე სამი ეკიპაჟით გამოსვლა გადაწყვიტა. და ამ მესამე ეკიპაჟის პირველ წევრად სწორედ „ფორს ინდიას“ გერმანელი პილოტი შეარჩია.

Thursday, November 27, 2014

„ფორდმა“ ვალენსიაში „მონდეო ჰაიბრიდის“ წარმოება დაიწყო

Ford Starts New Mondeo Hybrid Production in Europe
27 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის ვალენსიას ქარხანაში უახლეს სედან „მონდეოს“ ჰიბრიდული ვერსიის, „მონდეო ჰაიბრიდის“ წარმოება დაიწყო. ეს ავტომობილი საწვავის მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. და რაც მთავარია, დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც დზელის ძრავით აღჭურვილი ვერსია.

„კადილაკი“ „ბენტლის“ და „როლსის“ კონკურენტს 2029 წლამდე გამოუშვებს

Cadillac Could have a $250,000 Bentley Rival by 2029
27 ნოემბერი
„ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი „კადილაკი“ გამოცოცხლების პროცესშია. რა თქმა უნდა, მას სამიზნეში გერმანული პრემიუმ ბრენდები აქვს ამოღებული, უფრო შორეულ პერსპექტივაში კი „ბენტლისთან“ და „როლს-როისთან“ კონკურენციასაც კი გეგმავს. ოღონდ, ეს გეგმა იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ მისი მხარდამჭერი, „კადილაკის“ მთავარი აღმასრულებელი იოჰან დე ნისხენი თავის თანამდებობას იმ დრომდე შეინარჩუნებს, როცა მისი განხორციელება იგეგმება.