დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 12, 2013

„რადიკალ RXC“ - სარბოლი პროტოტიპი ყოველდღიურობისთვის

Radical RXC will turn your commute into a track day
12 სექტემბერი
ბრიტანული კომპანია „რადიკალი“ სატრეკო დღეებისთვის ნახევრად სარბოლი, ლე მანის ტიპის სპორტული პროტოტიპის მსგავსი ავტომობილების წარმოებითაა განთქმული და მის ორ ავტომობილს, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ორი საუკთესო (აბსოლუტურ კატეგორიაში) დრო ეკუთვნის. შარშან ამ პატარა კომპანიამ საგზაო ავტომობილების წარმოებაც გადაწყვიტა. და აი, ფრანკფურტში სწორედ ასეთი ავტომობილი - RXC წარადგინა.

სებასტიან ლოების ახალი ბედაური

Citroën WTCC C-Elysee Racecar leaves the dirt behind
12 სექტემბერი
ერთი თვის წინ, „სიტროენმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, ტურიზმის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC - უორლდ ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ) მიიღებს მონაწილეობას და მისი ორი ავტომობილიდან ერთის საჭეს ლეგენდარული ფრანგი მრბოლი, რალის მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტულის მფლობელი სებასტიან ლოები მიუჯდება. „სიტროენ WTCC C-ელისე“, ასე ჰქვია ავტომობილს, რომლითაც ლოები ახალი მწვერვალის დაპყრობას ეცდება.

კონცეპტუალური „ნირო“ „კიას“ მომავალი პატარა ყველგანმავალია

Kia Envisions a New Small SUV with Niro Concept
12 სექტემბერი
აგრესიული და სპორტული - მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ „კიას“ უგზობის სუბკომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი „ნირო“, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე ჩატარდა. ხშირად, რაც დამთვალიერებელს და სპეციალისტებს კონცეპტუალურ ავტომობილებში მოსწოთ, განსაკუთრებით, გარეგნობის დამახასიათებელი ელემენტები, ის კონვეიერამდე ვერ აღწევს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. პირველ რიგში ტექნოლოგური მოთხოვნები, მეორე რიგში კი ის, რომ კომპანიები ზედმეტად თამამი ფორმების სერიაში გაშვებას მიუჩვეველნი არიან.

„C4 კაქტუსი“ - „სიტროენის“ კომპაქტური კონცეპტუალური ქროსოვერი

Citroen to Join Foray of Compact Crossovers with C4 Cactus
12 სექტემბერი
კომპაქტური ქროსოვერების მზარდ სეგმენტს მალე კიდევ ერთი წევრი შეემატება, ამჯერად „სიტროენისგან“. ფრანგულმა კომპანიამ ამის პირველი ნიშანი ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარმოგვიდგინა კონცეპტუალური „C4 კაქტუსის“ სახით. ამასთან, ამავე ავტომობილით, ორმაგი შევრონი თავისი C-ხაზის ავტომობილების მომავალ სტილსაც გვიჩვენებს.

Wednesday, September 11, 2013

„ფორდის“ ახალი პრემიუმ ქვე-ბრენდის პირველი ჩვენება

Ford Tries Luxury Again with Mondeo Vignale Concepts Previewing New Sub-Brand
11 სექტემბერი
ის გერმანული და ფრანგული კომპანიები, რომლებიც ადრე მხოლოდ „სახალხო“, ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებაზე იყვნენ სპეციალიზებული, პრემიუმ და ეგრეთ წოდებულ ქვე-პრემიუმ სეგმენტში შეღწევას ცდილობენ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პრემიუმში მაღალი მარჟები და შესაბამისად, მეტი მოგებაცაა. ოღონდ, მთავარია მყიდველს ისეთი პროდუქტი შესთავაზო, რომ ამ სეგმენტს შეესაბამებოდეს. თანც, ამისათვის სპეციალური ქვე-ბრენდი უნდა შექმნა, ან ძველი აღადგინო, რათა წარუმატებლობის შემთხვევაში, ძრითად ბრენდს ზიანი არ მიადგეს...

„იაგუარი“ სხვა ტერიტორიების ათვისებას იწყებს

 Jaguar C-X17 rides high into Frankfurt
11 სექტემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანკფურტში ვიხილეთ ის ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, რომლითაც „იაგუარი“ მისთვის სრულიად უცნობ, ქროსოვერების სეგმენტში დაიწყებს მუშაობას. ბრიტანულმა კომპანიამ წინდაწინვე გაგვაფრთხილა, რომ მის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად C-X17, საერთო არაფერი აქვს ნათესავი „ლენდ როვერის“ ტექნოლოგიებთან და რომ ეს ავტომობილი მთლიანად საკუთარი ძალებითაა შექმნილი.

„ფერარიმ“ რაიკონენი დაიბრუნა

Motor racing-Raikkonen returns to Ferrari
11 სექტემბერი
კიმი რაიკონენი მომავალი სეზონიდან „ფერარის“ მანქანით იასპარზებს. ფინელმა პილოტმა მარანელოელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ორ სეზონში, ფერნანდო ალონსოსთან ერთად, თანამედროვე ფორმულა ერთის უძლიერეს წყვილს შეადგენს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კვიცების მანქანებით მსოფლიოს ორი ჩემპიონი იასპარეზებს, რომლებიც მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. „ფერარიში“ რაიკონენი ფელიპე მასას ადგილს დაიკავებს, ვინც ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მომავალ სეზონში „ფერარის“ წევრი აღარ იქნება.

Tuesday, September 10, 2013

„კუპე კონცეპტ“ – „ვოლვო“ ახალ ცხოვრებას იწყებს

Volvo Concept Coupe is a long-legged Swedish GT
10 სექტემბერი
„ვოლვოს“ კარგი კუპეების მწარმოებლის სახელი არ აქვს, თუმცა მის ისტორიაშიც იყო ამ მიმართულებით გამონათება და მას P1800 ერქვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ავტომობილს მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის გარბენში - მის ერთ-ერთ ეგზემპლარს, თითქმის 5 მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი. მოკლედ, შვედური კომპანიის იკონაა. და დღეს, როცა ჩინური „ჯილის“ ხელში მყოფ „ვოლვოს“ დიდი სამომავლო მიზნები აქვს დასახული, მისმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა, როცა ახალ, მომავლის განმსაზღვრელ კონცეპტუალურ ავტომობილზე მუშაობა დაიწყეს, შთაგონების წყაროდ სწორედ P1800 აირჩიეს.

„ჰიუნდაი“ ახალ i10-ს დიდ იმედებს უკავშირებს

All-New Hyundai i10 Promises to be a Big Step Forward for the Brand
10 სექტემბერი
„ჰიუნდაის“ პირველი თაობის პატარა ჰეჩბეკმა i10-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ევროპის ქალაქების მცხოვრებთა შორის. ამის მიზეზი გასაგებია - ასეთი ავტომობილი ადვილად მანევრირებს ვიწრო ქუჩებში და პარკინგის მხრივაც ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, საწვავის მცირე მოხმარების მხრივაც გამოირჩევა. დაკიდევ, ამ კლასის ავტომობილისთვის, უჩვეულოდ კარგი სამართავია. ყველა ეს თვისება, მას ფრანგულ-იაპონურ ტყუპისცალებთან - „სიტროენ C1-თან“, „პეჟო 107-თან“ და „ტოიოტა აიგოსთან“ კონკურენციაში ეხმარება.

„სპარკ-რენო SRT_01E„ - ელექტრული სარბოლი ფორმულა

All-Electric Racecar for the Formula E Series Revealed – The Spark-Renault SRT_01E
10 სექტემბერი
ახალი, ელექტრონული სარბოლი სერიის, ფორმულა E-ს პირველი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, მისმა ორგანიზატორებმა სრულიად ელექტრული, ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილი, რომელსაც „სპარკ-რენო SRT_01E„ ჰქვია, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინეს.

მასა „ფერარის“ ტოვებს

Massa confirms he will not drive for Ferrari in 2014
10 სექტემბერი
ფელიპე მასამ თავის ტვიტერზე გამოაცხადა, რომ მომავალ სეზნში „ფერარის“ მანქანით არ იასპარეზებს. პარალელურად, „ფერარიმ“ ხვალისთვის პრესკონფერენცია დანიშნა, რომელზეც თავისი ახალი პილოტის ვინაობას გაგვიმხელს. მასას ადგილის დაკავების ყველაზე რეალური შანსი, კიმი რაიკონენს აქვს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მარანელოელებმა ნიკო ჰულკენბერგი მიიწვიონ.

„ბუგატიმ“ სუპერ სედან „გალიბიერზე“ უარი თქვა

Bugatti favoring Veyron replacement over Galibier sedan
10 სექტემბერი
„ვეირონი“ ის ავტომობილია, რომლის შემცვლელის შექმნაც, თავად „ბუგატისაც“ ძალიან გაუჭირდება. მას ემსახურება ძრავი, რომელსაც 16-ცილინდრიანი, ოთხი ტურბო კომპრესორი ემსახურება და რომლის სიმძლავრემაც, რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, 1 200 ცხენის ძალას აღწევს.

„პორშე 918 სპაიდერი“ ნურბურგრინგის მეფეა (ვიდეო)

Porsche 918 Spyder is the New King of Nürburgring with 6:57 Lap
10 სექტემბერი
ცუფენჰაუზენელთა უახლესი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი ჯერ ლეგენდარული ტრეკის უსწრაფესი წრის ავტორი არაა, მაგრამ ყველაზე სწრაფია იმ ავტომობილებს შორის, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ საგზაო ჰომოლოგაცია. ასეთებს შორის „918 სპაიდერი“ პირველია, რომელმაც ჩრდილოური მარყუჟი შვიდ წუთზე ნაკლებში გაიარა. ჯერჯერობით, ნურბურგრინგის აბსოლუტურ რეკორდსმენებად ისევ ბრიტანული „რადკალის“ ორი ავტომობილი (სპორტული პროტოტიპის კლასის) რჩება.

კონცეპტუალური „სუზუკი iV-4“ – „ნისან ჯუკის“ მორიგი მეტოქე

New Suzuki iV-4 SUV Concept to Lead to a Nissan Juke Rival in 2015
10 სექტემბერი
ფრანკფურტში გახსნილ საერთაშორისო საავტომობილო შოუზე, „სუზუკიმ“ თავისი უახლესი, უგზოობის სუბკომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელიც 2015 წლიდან „ნისან ჯუკის“ კონკურენტთა უკვე საკმაოდ გრძელ სიას შეავსებს. ავტომობილს, რომელიც ფრანკფურტში სახელად iV-4 გაგვაცნეს, მედიამ უკვე „ბეიბი გრანდ ვიტარა“ უწოდა.

Monday, September 9, 2013

„აუდი ნანუკ კვატრო კონცეპტ“ – „პარკურის“ ოთხრგოლიანი ნათესავი

Audi Nanuk Quattro V10 Diesel Concept Has Italdesign Giugiaro Parcour Written All Over
9 სექტემბერი
ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე, იტალიურმა ატელიე „იტალდიზაინ ჯუჯარომ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „პარკური“ წარადგინა, რომელიც სტილითაც და აღჭურვილობითაც ნამდვილი შედევრია. ეს ავტომობილი „ლამბორგინის“ მარკით დამზადდა, მაგრამ სამწუხაროდ, იტალიურმა კომპანიამ მისი წარმოება არ ისურვა. სამაგიეროდ, მსგავსი პროექტის განხორციელება „აუდიში“ მოინდომეს. მათაც ჯერ კონცეპტუალური სახით - „იტალდიზაინ ჯუჯარო“, ისევე როგორც „ლამბო“, სწორედ გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, რომელიც თავის მხრივ, „ფოლკსვაგენის“ ოჯახის წევრია.