Audi 3D Prints the 1936 Silver Arrow in 1:2 Scale
5 ნოემბერი
საავტომობილო მრეწველობის ტექნოლოგიები მრავალი
მიმართულებით ვითარდება. მათ შორის კი ერთ-ერთი უახლესი და ძალიან სწრაფად
განვითარებადი, წარმოებისას სამგანზომილებიანი პრინტერების გამოყენებაა. ამის
დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკულმა კომპანია „ლოუქლ მოტორსმა“, რამდენიმე
გამოფენაზე, ყველას თვალწინ „დაბეჭდა“ ავტომობილი. „ფორდმა“ კი ახლახანს
გამოაცხადა, რომ უკვე წლებია, რაც სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილ დეტალებს,
თავის კონცეპტუალურ პროტოტიპებზე იყენებს.













