დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 9, 2015

ფ1-ის კალენდრიდან კორეა მაინც ამოვარდა?

FIA calendar indicates no Korean Grand Prix in 2015
9 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კალენდარში, რომლითაც ბილეთების შეძენაა შესაძლებელი, არ ფიგურირებს კორეის დიდი პრიზი, რომელიც ყატარში ჩატარებულ დაჯილდოების გალა-ცერემონიალზე, კორეელებისთვისაც მოულოდნელად, კალენდარში იყო ჩასმული. თუმცა, ოფიციალური კალენდრის გრაფაში, კორეა ისევ ფიგურირებს, ოღონდ მის გასწვრივ ისევ აღნიშნულია, რომ ის დამტკიცებული ჯერ არ არის.

„ფორდი“ ავტონომიურ ავტომობილს სერიული წარმოებისთვის ამზადებს

Ford says fully autonomous vehicles are in development, will be accessible to the masses
9 იანვარი
ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე, „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ სრულიად ავტონომიური ავტომობილების წარმოებას აპირებს, ოღონდ ამ თემაზე კონკრეტული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ამასთან, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით აღჭურვილი „ფიუჟნ ჰაიბრიდი“ უკვე გადის საგზაო ტესტებს.

„მაკლარენ-ჰონდას“ 29 იანვარს ვნახავთ

McLaren confirms January 29 launch
9 იანვარი
„მაკლარენმა“ დაადასტურა, რომ თავის ახალ ბოლიდს, რომელიც „ჰონდას“ ძრავითაა აღჭურვილი, 29 იანვარს გვიჩვენებს. ის, რომ MP4-30-ის პრეზენტაცია, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე იგეგმებოდა, ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ გამოქვეყნებულა.

Thursday, January 8, 2015

საინსი დაკარს გამოეთიშა

Dakar: Vladimir Vasilyev wins fifth stage, Carlos Sainz retires
8 იანვარი
დაკარის რალი მარათონს კიდევ ერთი ფავორიტი - ესპანელი კარლოს საინსი გამოეთიშა. მეხუთე ეტაპი რუსმა ვლადიმირ ვასილიევმა მოიგო, რბოლას კი ისევ ყატარელი ნასერ ალ-ატია ლიდერობს. მეხუთე ეტაპზე, რბოლის მონაწილეებს 458 კილომეტრი მანძილის გავლამ მოუწია.

ფრაი: ალონსო რაიკონენზე მეტად ადაპტირებადია

Alonso 'more adaptable' than Raikkonen – Fry
8 იანვარი
„ფერარის“ აწ უკვე ყოფილი ტექნიკური დირექტორი ნიკ ფრაი ამბობს, რომ ფერნანდო ალონსო კიმი რაიკონენზე მეტად ადაპტირებადი პილოტია და უკეთ ეგუება ეგრეთ წოდებულ ძნელ ავტომობილებს. როგორც ცნობილია, ფინელი პილოტი მომავალ სეზონშიც „ფერარის“ პილოტი იქნება, თანაგუნდელად კი სებასტიან ფეტელი ეყოლება. რაც შეეხება ალონსოს ის „მაკლარენს“ დაუბრუნდა.

„პორშე“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ აპირებს

Porsche rules out F1 project
8 იანვარი
ფორმულა ერთის ახალ გუნდ „ჰაასის“ მფლობელმა ჟენე ჰაასმა ახლახანს განაცხადა, რომ მიესალმება ფორმულა ერთში ისეთი ავტოგიგანტის გამოჩენას, როგორიც „ფოლკსვაგენია“. მისი თქმით, რბოლებში დიდი კომპანიების მონაწილეობა და მათ მიერ გუნდების ძრავებით მომარაგება, სპორტისადმი ყურადღებას კიდევ უფრო გაზრდის. ოღონდ, კონკრეტული არაფერი უთქვამს.

Wednesday, January 7, 2015

ტრაგედია დაკარზე

Al-Attiyah and Barreda push back as big names fall in fourth stage of Dakar
7 იანვარი
სამწუხაროდ, ტრაგედიას ვერც მიმდინარე დაკარი გადაურჩა. მესამე ეტაპის ბოლოს, მარშრუტის 206-ე კილომეტრზე დაღუპული იპოვნეს პოლონელი მოტოციკლისტი მიხალ ჰერნიკი, ვინც დაკარის რალი-მარათონზე პირველად ასპარეზობდა. რბოლის მართვის ელექტრონიკამ, 39 წლის პოლონელისგან სიგნალის მიღების შეწყვეტა დააფიქსირა და მას შემდეგ, რაც მრბოლი სპეც მონაკვეთის ფინიშზე არ გამოცხადდა, მისი ძებნა დაიწყო.

ძველი „დიფენდერის“ წარმოება შეიძლება გაგრძელდეს

Land Rover Defender could stay in production 'overseas'
7 იანვარი
„ლენდ როვერი“ მალე „დიფენდერის“ წარმოებას გააჩერებს, რადგან ეს ავტომობილი ვეღა აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სტანდარტებს. მისი შემცვლელი კი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება. და არაა გამორიცხული, რომ ამის შემდეგაც, ბრიტანულმა კომპანიამ ლეგენდარული ავტომობილის წარმოება გააგრძელოს. ოღონდ, ეს აუცილებლად ევროპის ფარგლებს გარეთ მოხდება და უცხოეთში გამოშვებული „დიფენდერი“ ევროპის ბაზარზე არ გაიყიდება.

Tuesday, January 6, 2015

ტერანოვამ მოიგო, ალ-ატია ისევ ლიდერია

Terranova wins stage three, Al-Attiyah still leads
6 იანვარი
დაკარზე დღეს მესამე ეტაპი იყო, რომელიც ისევ „მინის“ ეკიპაჟის გამარჯვებით დასრულდა. ოღონდ, ამჯერად საუკეთესო დრო არგენტინელ ორლანდო ტერანოვას ჰქონდა, რომელმაც კლასიფიკაციაში მესამე ადგილამდ აინაცვლა. არადა, წინა სპეცმონაკვეთის შემდეგ, რომელზეც ავარია მოუვიდა, მეათე ადგილამდ იყო ჩამოქვეითებული.

ამერიკელები „გუგლში“ ყველაზე ხშირად „ფორდს“ ეძებენ

The Most Googled Cars Of 2014
6 იანვარი
ინტერნეტ გიგანტმა „გუგლმა“, თავის ძებნის ქსელში ყველაზე პოპულარული ბრენდების და ტენდენცების რეიტინგები გამოაქვეყნა. საავტომობილო კომპანიებს შორის, ამერიკელები „გუგლის“ სისტემით ყველაზე ხშირად „ფორდის“ ავტომობილებს და კომპანიის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ეძებენ. საერთოდაც, პირველ სამ ადგილზე ამერიკული კომპანიების - ცისფერ ოვალს კვალში „ჯიპი“ და „დოჯი“ უდგანან.

„ფერარი 458 M-ის“ დებიუტი ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება

679 HP Ferrari M458-T to Debut at the 2015 Geneva Motor Show
6 იანვარი
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფერარიმ“ მოდელ „458 იტალიას“ წარმოება დაიწყო. ეს 4.5-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით და მასთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებული 7-საფეხურიანი ტრანსმისიით აღჭურვილი ავტომობილი თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, თუმცა უკვე დაუდგა განახლების დრო. მალე მას მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლიან, რომელიც ბაზარზე „ფერარი 458M-ის“ სახელით წარდგება.

Monday, January 5, 2015

1956 წლის სარბოლო „კორვეტ SR-2“ 6.88 მილიონ დოლარად იყიდება

Very Rare 1956 Corvette SR-2 Race Car On Sale for $6.88 Million
5 იანვარი
რა თქმა უნდა, „ფერარის“ ლეგენდარული 250 სერიის კლასიკური ავტომობილების ფასებთან ეს ვერ მოვა, მაგრამ „შევროლესთვის“ საწყის ფასად ესეც ბევრია. თუნდა, ეს უიშვიათესი „კორვეტი“ იყოს, რომლითაც ამერიკული კომპანია გამძლეობაზე რბოლებში მონაწილეობდა. ლაპარაკია 1956 წლის სარბოლო „კორვეტ SR-2-ზე“, რომელიც სულ სამი ცალი დამზადდა და იმ სამიდან ერთიღაა შემორჩენილი.

„ფერარი“ სატრეკო FXX K-ზე სწრაფ სუპერქარსაც გამოუშვებს

Ferrari could make even more hardcore LaFerrari FXX K
5 იანვარი
დიდი ალბათობით, „ფერარი“ თავისი უახლესი სატრეკო ავტომობილის, „ლაფერარი FXX K-ს“ კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ვერსიას, მეტსახელად „ევოლუციონეს“ გამოუშვებს. მაგრამ ეს უცებ არ მოხდბა და მისი წარმოება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყება.

ალ-ატია ისევ უსწრაფესია

Nasser Al-Attiyah is the fastest again and open up a lead of more than 8 minutes
5 იანვარი
დაკარის რბოლის პირველ სპეცმონაკვეთზე გამარჯვების შემდეგ, „მინის“ ყატარელი მრბოლი ნასერ ალ-ატია სტიუარდებმა ორი წუთით დააჯარიმეს, რის გამოც, მან ლიდერობა დაკარგა, თუმცა მხოლოდ დროებით. მეორე სპეცმონაკვეთზე მან კიდევ უფრო გაზარდა ტემპი და ლიდერობის დაბრუნების გარდა, უახლოესი მეტოქე საერთო კლასიფიკაციაში 8 წუთით ჩამოიტოვა.

„ფორს ინდია“ ახალ ბოლიდს 21 იანვარს გაგვაცნობს

Force India to launch VJM08 on January 21
5 იანვარი
„ფორს ინდია“ თავის ახალ ბოლიდს, რომლითაც მისი პილოტები, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი და მექსიკელი სერხიო პერესი ახალ სეზონში იასპარეზებენ, 21 იანვარს გაგვაცნობს. ამგვარად, ეს პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სარბოლო ავტომობილის პრეზენტაციის კონკრეტული თარიღი დაასახელა.