დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 17, 2014

„მინიმ“ შესაძლოა როდსტერი „სუპერლეგერა“ გამოუშვას

MINI Reportedly Only Months Away from Approving Superleggera Roadster
17 სექტემბერი
„მინიმ“ ამ გაზაფხულზე ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე კონცეპტუალური როდსტერი „სუპერლეგერა ვიჟნ კონცეპტი“ წარადგინა, რომელმაც სპეციალისტების და დამთვალიერებელთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მართალია, მაშინ ითქვა, რომ ეს მხოლოდ საჩვენებელი ავტომობილია, მაგრამ როგორც ჩანს, „ბეემვეს“ (მინი ბავარიული ჯგუფის ნაწილია) ეს საინტერესო პროექტი თაროზე დასამტვერად არ ემეტება.

Tuesday, September 16, 2014

„ნაო“ - რობოტი, რომელიც მძღოლად მოგემსახურებათ

Forget about Autonomous Cars, This Robot Can Be Your Chauffeur
16 სექტემბერი
„გუგლი“ და დიდი საავტომობილო კომპანიები დიდი მონდომებით მუშაობენ სრულიად ავტონომიური ავტომობილების შექმნაზე, რომელიც მძღოლის ჩაურევლად შეძლებს გადაადგილებას, საგზაო ნიშნების ამოცნობას და სხვა ავტომობილებთან ურთიერთობას. და ამაზე ასეულობით მილიონ დოლარსაც იმეტებენ. მაგრამ თურმე სხვა გზაც არსებობს - საჭირო არაასრული ავტონმიზაცია. მძღოლის შეცვლა თურმე რობოტსაც შეუძლია!

„ლამბორგინი ვენენო“ 7.4 მილიონ დოლარად

Lamborghini Veneno Roadster For Sale: Just $7.4 Million
16 სექტემბერი
4.5 მილიონი დოლარი ავტომობილში, თუნდაც ეს როდსტერი „ლამბორგინი ვენენო“ იყოს, რომელიც მხოლოდ 9 ცალი უნდა დამზადებულიყო, მეტისმეტად ძვირია, არა? მაგრამ როგორც ირკვევა, უფრო ძვირადაც შეიძლება მისი გაყიდვა, გაყიდვის ცდა მაინც...

„ფორდ S-მაქსი“ პარიზული პრემიერის წინ

New Ford S-Max revealed ahead of Paris debut
16 სექტემბერი
 პარიზის მოტორ შოუზე მსოფლიო პრემიერის წინ, „ფორდმა“ მეორე თაობის მინივენი „S-მაქსი“ გაგვაცნო. ცისფერი ოვალი აცხადებს, ახალი ავტომობილი უფრო სპორტული ხასიათით და იმავდროულად, უფრო პრემიუმ დონის კაბინით გამოირჩევა. ახალმა შვიდადგილიანმა MPV-მ (მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილი) საუკეთესო მართვადობა მემკვიდრეობით პირველი თაობის მოდელისგან მიიღო. არადა, ის ახალ შასიზეა აგებული, აქვს ახალი ძრავები, ასევე ოპციის სახით, სრულ ამძრავიანი ტრანსმისია.

FIA-მ ფ1-ის ახალი კალენდარი გამოაქვეყნა

FIA announces 20-grand prix 2015 Formula 1 schedule
16 სექტემბერი
ახალი კალენდრის წინასწარი ვერსია ჯერ კიდევ იტალიის დიდი პრიზის დღეებში დაურიგდათ გუნდებს, ახლახანს კი პეკინში გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, მის რატიფიკაციას დაუჭირა მხარი. ახალი კალენდარი 20 ეტაპს მოიცავს და მასში ამ სეზონის რბოლების გარდა, მექსიკური ეტაპიც გამოჩნდა. სამაგიეროდ, კვლავ თამაშგარეთაა ინდური რბოლა, კორეულ ეტაპს კი როგორც ჩანს, ფ1-ში დაბრუნება აღარ უწერია.

Monday, September 15, 2014

„ფოლკსვაგენმა“ ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა

Rallying-Ogier extends championship lead with Australia triumph
15 სექტემბერი
მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ავსტრალიის რალი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ტიტულის შენარჩუნებისკენ. მისმა გუნდმა „ფოლკსვაგენმა“ კი სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაინაღდა კონსტრუქტორთა თასი, რომელიც ზედიზედ მეორედ დაიკასუთრა. გერმანულმა გუნდმა ავსტრალიის რალის კვარცხლბეკი სრულად დაიპყრო (მესამე ადგილი ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა) და „სიტროენისთვის“ მიუწვდომელი გახდა.

Sunday, September 14, 2014

რუსთავში სარბოლი ავტომობილები ისევ აგუგუნდა

ჩაიარა ზაფხულის სიცხეებმა და რუსთავსაც რბოლები დაუბრუნდა. რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს უმასპინძლა. რბოლები სამ - ფორმულა ალფას, ლეგენდების და ტურინგ ლაითის კლასებში ჩატარდა და როგორც ყოველთვის, მაყურებელი ძალიან საინტერესო და დაძაბული პაექრობების მომსწრე გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 2014, მე-5 ეტაპი, ლეჯენდსი



საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 2014, მე-5 ეტაპი, ტურინგ ლაითი



საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 2014, მე-5 ეტაპი, ფორმულა ალფა


Saturday, September 13, 2014

ახალი „მუსტანგის“ საწვავის ხარჯი

2015 Ford Mustang Fuel Economy Figures Released
13 სექტემბერი
ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ პირველი ჩვენება ჯერ კიდევ დეკემბერში გაიმართა, თუმცა ავტომობილი ბაზარზე ჯერაც არ გამოსულა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი „ფორდ“ მის შესახებ ინფორმაციას ულუფებად, პერიოდულად ავრცელებს, რითაც პოპულარული პინი ქარის აქტუალობას ინარჩუნებს. ამჯერად ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ ინფორმაციის ჯერი დადგა. თანაც, ეს ინფორმაცია აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა, გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

„ლენდ როვერი“ „რეინჯ როვერ ევოუკს“ ჩინეთშიც გამოუშვებს

China to Produce Range Rover Evoque, Possibly LWB Jaguar XE
13 სექტემბერი
ჩინეთში მალე „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი ქარხანა დაიწყებს მუშაობას და მისი პირველი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ევოუკი“ გახდება. როგორც ბრიტანულმა კომპანიამ გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ განუცხადა, პირველ რიგში „ევოუკის“ გამოშვება იმ მარტივმა მიზეზმა განაპირობა, რომ ამ ავტომობილზე ცისქვეშეთში ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

Thursday, September 11, 2014

„კარლი“ – „ოპელის“ ოჯახს პირველი შვილი უბუნდება

New Small Car with Big Name: Opel Presents Karl
11 სექტემბერი
"ოპელის" ფოტო ტიზერი: კარლი (წითელი), ადამი (ყვითელი) და კორსა
„ოპელმა“ თავისი უახლესი ავტომობილის, საბიუჯეტო ჰეჩბეკის სახელი გაგვაცნ, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. პატარა ხუთკარიან ავტომობილს „კარლი“ ჰქვია, კომპანიის დამაარსებლის, ადამ ოპელის უფროსი შვილის სახელი. „კარლი მოკლე, ცოცხალი და მიმზიდველი სახელია, რომელიც ოპელის ბრენდის ფასეულობებს - გერმანულ წარმომავლობას, ემოციურობას და ხელმისაწვდომობას წარმოგიდგენთ“, - ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის უფროსი მოხელე ტინა მიულერი.

„სუზუკი სვიფტი“ უფრო ეფექტური დურაჯეტ ძრავით აღიჭურვება

Suzuki Swift to get more efficient Dualjet petrol engine in 2015
11 სექტემბერი
„სუზუკი“ უახლესი, სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავს პირველად პოპულარულ ჰეჩბეკ „სვიფტზე“, მომავალი წლიდან გამოიყენებს. იაპონური კომპანიის განმარტებით, ესაა ძალიან ეფექტური ძრავი, რომელიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა.

დი მონტეძემოლო სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

Now Montezemolo exit rocks crisis-struck Ferrari
11 სექტემბერი
„ფიატ კრაისლერი“ „ფერარის“ ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს კომპენსაციის სახით 26.95 მილიონ ევროს გადაუხდის. ოღონდ, სანაცვლოდ მას იტალიურ-ამერიკული კომპანიის კონკურენტ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის მარტამდე ეკრძალება. აღნიშნული თანხიდან, „ფიატ კრაისლერი“ დი მონტეძემოლოს ანგარიშზე თითქმის ნახევარს - 13.25 მილიონ ევროს, 2015 წლის 31 იანვრამდე ჩაურიცხავს. დანარჩენ 13.71 მილიონს, რაც ხუთჯერ აღემატება 67 წლის დი მონტეძემოლოს ხელფასს, კი ოცი წლის განმავლობაში გადაუხდის.