დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 13, 2014

ახალი „მუსტანგის“ საწვავის ხარჯი

2015 Ford Mustang Fuel Economy Figures Released
13 სექტემბერი
ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ პირველი ჩვენება ჯერ კიდევ დეკემბერში გაიმართა, თუმცა ავტომობილი ბაზარზე ჯერაც არ გამოსულა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი „ფორდ“ მის შესახებ ინფორმაციას ულუფებად, პერიოდულად ავრცელებს, რითაც პოპულარული პინი ქარის აქტუალობას ინარჩუნებს. ამჯერად ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ ინფორმაციის ჯერი დადგა. თანაც, ეს ინფორმაცია აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა, გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

„ლენდ როვერი“ „რეინჯ როვერ ევოუკს“ ჩინეთშიც გამოუშვებს

China to Produce Range Rover Evoque, Possibly LWB Jaguar XE
13 სექტემბერი
ჩინეთში მალე „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი ქარხანა დაიწყებს მუშაობას და მისი პირველი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ევოუკი“ გახდება. როგორც ბრიტანულმა კომპანიამ გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ განუცხადა, პირველ რიგში „ევოუკის“ გამოშვება იმ მარტივმა მიზეზმა განაპირობა, რომ ამ ავტომობილზე ცისქვეშეთში ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

Thursday, September 11, 2014

„კარლი“ – „ოპელის“ ოჯახს პირველი შვილი უბუნდება

New Small Car with Big Name: Opel Presents Karl
11 სექტემბერი
"ოპელის" ფოტო ტიზერი: კარლი (წითელი), ადამი (ყვითელი) და კორსა
„ოპელმა“ თავისი უახლესი ავტომობილის, საბიუჯეტო ჰეჩბეკის სახელი გაგვაცნ, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. პატარა ხუთკარიან ავტომობილს „კარლი“ ჰქვია, კომპანიის დამაარსებლის, ადამ ოპელის უფროსი შვილის სახელი. „კარლი მოკლე, ცოცხალი და მიმზიდველი სახელია, რომელიც ოპელის ბრენდის ფასეულობებს - გერმანულ წარმომავლობას, ემოციურობას და ხელმისაწვდომობას წარმოგიდგენთ“, - ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის უფროსი მოხელე ტინა მიულერი.

„სუზუკი სვიფტი“ უფრო ეფექტური დურაჯეტ ძრავით აღიჭურვება

Suzuki Swift to get more efficient Dualjet petrol engine in 2015
11 სექტემბერი
„სუზუკი“ უახლესი, სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავს პირველად პოპულარულ ჰეჩბეკ „სვიფტზე“, მომავალი წლიდან გამოიყენებს. იაპონური კომპანიის განმარტებით, ესაა ძალიან ეფექტური ძრავი, რომელიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა.

დი მონტეძემოლო სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

Now Montezemolo exit rocks crisis-struck Ferrari
11 სექტემბერი
„ფიატ კრაისლერი“ „ფერარის“ ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს კომპენსაციის სახით 26.95 მილიონ ევროს გადაუხდის. ოღონდ, სანაცვლოდ მას იტალიურ-ამერიკული კომპანიის კონკურენტ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის მარტამდე ეკრძალება. აღნიშნული თანხიდან, „ფიატ კრაისლერი“ დი მონტეძემოლოს ანგარიშზე თითქმის ნახევარს - 13.25 მილიონ ევროს, 2015 წლის 31 იანვრამდე ჩაურიცხავს. დანარჩენ 13.71 მილიონს, რაც ხუთჯერ აღემატება 67 წლის დი მონტეძემოლოს ხელფასს, კი ოცი წლის განმავლობაში გადაუხდის.

Wednesday, September 10, 2014

„მერსედეს AMG GT“ – „პორშე 911-ის“ კიდევ ერთი მეტოქე

New Mercedes-AMG GT unveiled
10 სექტემბერი
ეს დღეც დადგა - შტუტგარტის გარეუბან აფალტერბახში, „მერსედეს AMG-მ“ საკუთარ ბაზასთან, ახალი სუპერ ავტომობილი, AMG GT წარმოგვიდგინა, რომლითაც პოპულარულ SLS AMG-ს ცვლის. „მერსედეს AMG-მ“ ეს ავტომობილი საკუთარი ალებით შექმნა და მას „პორშე 911-ის“ კონკურენტად გვთავაზობს. ახალმა ავტომობილმა წინამორბედის პროპორციები და დიზაინის ელემენტები შეინარჩუნა, თუმცა ძირეულად განსხვავებული აგებულება აქვს.

ლუკა დი მონტეძემოლომ „ფერარი“ დატოვა

Ferrari Boss Announces Resignation, Will Be Replaced by Marchionne
10 სექტემბერი
ლუკა დი მონტეძემოლო, ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც, „ფერარიმ“ ფორმულა ერთში მოწინავე პოზიციები დაიბრუნა, ავტოინდუსტრიაში კი გაყიდვები სამჯერ გაზარდა და მოგება კი თითქმის ათჯერ, თავის პოსტს ტოვებს. ოფიციალურად ეს 13 ოქტომბერს მოხდება, როცა იტალიურ-ამერიკული საავტომობილო ჯგუფი „ფიატ კრაისლერ ავტომობილსი“ თავის აქციებს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანს.

Tuesday, September 9, 2014

მეორე თაობის „ვოლვო XC90“

2015 Volvo XC90 Unveiled
9 სექტემბერი
„ვოლვომ“ უგზოობის მეორე თაობის XC90 გაგვაცნო, ავტომობილი, რომლითაც შვედური კომპანიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ახალი ავტომობილი პირველია, რომელიც სრულიად ახალ, მოდულურ პლატფორმაზე (SCA - სქელეიბლ პროდაქტ არტიტექჩა) აიგო. ამასთან, მასში ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა გამოყენებული, რომელთა წყალობითაც, XC90 კონკურენტულ გარემოში თავს კომფორტულად იგრძნობს. დაკიდევ, მისი გამოშვების მიუხედავად, ჩინეთში კვლავაც გაგრძელდება პირველი თაობის XC90-ის წარმოება, რომელიც იქ პოპულარობით სარგებლობს.

„იაგუარმა“ სედანი XE გაგვაცნო

Jaguar XE revealed ahead of 2015 launch
9 სექტემბერი
„იაგუარმა“ საბურველი ჩამოხსნა თავის უახლეს ავტომობილს, საშუალო ზომის სედან XE-ს, რომელსაც კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პირველი ნაბიჯია. ამ ავტომობილით, ბრიტანული კომპანია კონკურენციას „ბეემვეს“ მე-3 სერიას გაუწევს. „იაგუარ XE“ პირველად ბრიტანულ შოურუმებში, მომავალი წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება, სადაც მისი საბაზო ფასი 27 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

„ძაგატომ“ მორიგი ერთჯერადი „ასტონ მარტინი“ შექმნა

Zagato reveals custom Aston Martin Virage Shooting Brake
9 სექტემბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ასტონ მარტინს“ და ძარების მწარმოებელ იტალიურ ატელიე „ძაგატოს“ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. მათ პირველი ერთობლივი პროდუქტი - DB4 GT, ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნეს და მას შემდეგ, არაერთი შესანიშნავი ერთობლივი პროდუქტით გაახარეს თავიანთი თაყვანსმცემლები. ახლახანს კი მათ მორიგი შედევრი შექმნეს, რომელიც უცნობი ევროპელი კოლექციონერის შეკვეთით დაამზადეს.

შუმახერი ჰოსპიტლიდან გამოწერეს

Michael Schumacher has left hospital and will continue his rehabilitation at home
9 სექტემბერი
მიხაელ შუმახერმა ლოზანის სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი დატოვა და შინ გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს. ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონმა, გასული წლის ბოლოს, საფრანგეთის ალპებში, მთიდან თხილამურებით დაშვებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, თავის ტვინის მძიმე ტრავმები მიიღო და ნახევარი წელი კომაში გაატარა.

„ფორდ გრინ ზონი“ - უფრო მწვანე გარემოსთვის

Ford и Nokia научат гибриды отключать ДВС в «зеленых зонах»
9 სექტემბერი
„ფორდი“ და ტელეკომუნიკაციების გიგანტი „ნოკია“ ერთობლივად შეიმუშავებენ უახლეს სისტემას, რომელიც ჰიბრიდული მოდელებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი დახმარებით, მძღოლს იმის შესაძლებლობა ექნება, რომ წინასწარ აირჩიოს ადგილები, სადაც მისი ავტომობილის ჰიბრიდული სისტემის შიდაწვის ძრავი თავისით გაითიშება და ავტომობილი ელექტრო ძრავის დახმარებით ივლის.

მეოთხე თაობის „მაზდა MX-5“

This is the All-New 2016 Mazda MX-5
8 სექტემბერი
მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც „მაზდამ“ პატარა როდსტერი MX-5 (იგივე მიატა) გამოუშვა და მყიდველს უკვე მისი მეოთხე თაობა შესთავაზა. ახალი ავტომობილი, წინამორბედებისგან მკვეთრად განსხვავებულია და უფრო აგრესიული შესახედაობა აქვს, თუმცა უფრო ელეგანტურადაც გამოიყურება. ამასთან, წინამორბედზე 100 კილოგრამით მსუბუქია და წინ სამივე თაობის მოდელზე დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრიც აქვს.