Marussia insists it is in best ever financial
shape for F1 2013
5 თებერვალი
პელოტონის მაჩანჩალამ, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში
რუსეთის ლიცენზიით მოასპარეზე და ბრიტანეთში ბაზირებულმა „მარუსიამ“, თავისი ახალი
სარბოლი ავტომობილი - MR02 გვიჩვენა. გუნდს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პილოტი ჰყავს -
ბრიტანელი მაქს ჩილტონი. მეორე პილოტი თითქოს გერმანელი ტიმო გლოკი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ მოულოდნელად, ის გაუშვეს, რის მიზეზადაც ის გარემოება დაასახელეს, რომ
გუნდს სპონსორიანი პილოტები სჭირდება. ვინ დაიკავებს მეორე მონოპოსტს, „მარუსიას“
შეფი ჯონ ბუტი გვპირდება, რომ მასაც კვირის ბოლომდე გაგვაცნობს. სავარაუდდ, მეორე
მონოპოსტს ბრაზილიელი ლუის რაცია დაიკავებს.




.jpg)







