დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 4, 2013

„ტორო როსომ“ ხერესში STR8 გვიჩვენა

Toro Rosso reveals its 2013 car, the STR8
4 თებერვალი


ხერესში წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, სახელად STR8, „ტორო როსომ“ წარმოადგინა. იტალიურმა გუნდმა გასული სეზონი, კონსტრუქტორთა პირველობაზე მეცხრე ადგილზე დაასრულა, თუმცა ბოლო ცხრა რბოლიდან, ექვსში ქულების აღება შეძლო და იმედოვნებს, რომ ამ შემართებითვე დაიწყებს ახალ ჩემპიონატს.

„ძალიან ემოციური მომენტია. გუნდი ამ სეზონისთვის დიდი მონდომებით ემზადებოდა. და ბუნებრივია, მოლოდინიც შესაბამისი გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ კონსტრუქტორთა პირველობაზე მეექვსე ადგილი დავიკავოთ. ეს პირველი მანქანაა, რომელიც ჯეიმს კეიმ და ლუკა ფუბრატომ იმუშავეს. ჩვენმა ორივე პილოტმა გასულ სეზონში კარგად იასპარეზა და დარწმუნებული ვარ, თუ მათ კარგ მანქანას მივცემთ, სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ“,  -ამბობს „ტორო როსოს“ შეფი ფრანც ტოსტი.
იტალიური საჯინიბოს პილოტები ისევ ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო და ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი იქნებიან. რაც შეეხებათ კეის და ფურბატოს, პირველი „ზაუბერიდან“ გადმოვიდა, მეორეს კი „მაკლარენში“ 11 წელი აქვს გატარებული. ამ ორზე ტოსტი დიდ იმედებს ამყარებს და თვლის, რომ კეის მოსვლით, მის გუნდში, განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება.
ამგვარად, რვა გუნდმა უკვე ჩაატარა ახალი მანქანის პრეზენტაცია. დარჩა სამი - „კატერჰემი“, „მარუსია“ და „უილიამსი“. ამათგან პირველი ორი, პრეზენტაციას დღეს გეგმავს, „უილიამსის“ ახალ ბოლიდს კი 19 თებერვალს ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment