დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 7, 2015

„სიტროენი“ ელექტრულ ბაგი „E-მეჰარის“ გაყიდვებს მერმისს დაიწყებს

Citroen Reveals All-Electric E-Mehari Buggy, On Sale Next Year
7 დეკემბერი
„სიტროენმა“ ახალი ელექტრული მოდელი, „E-მეჰარი“ შეიმუშავა, რომელიც უგზოობის ოთხადგილიანი ღია ავტომობილია და რომლის გაყიდვებიც მომავალ წელს დაიწყება. ფრანგული კომპანია სახელ „მეჰარის“ ამავე ტიპის ავტომობილისთვის იყენებდა, რომელიც 2CV-ს ბაზაზე, 1968 წელს შეიმუშავა. ის მარტივი აგებულებით გამოირჩეოდა და პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ ამის გამო გადაწყდა ამ სახელის კვლავ გამოყენება.
„E-მეჰარისთვის“ ენერგიის დამგროვებლის შემუშავებაში მონაწილეობა ასევე ფრანგულმა კომპანია „ბოლორემ“ მიიღო. ამ მოვალეობას ლითიუმ მეტალ პოლიმერული ელემენტების ბლოკი ასრულებს, რომლის ტევადობაც 30 კილოვატსაათია. მისი დახმარებით, ავტომობილის სვლის სიშორე 200 კილომეტრს აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 110 კმ/სთ-ია, რაც ამ ტიპის ავტომობილისთვის სრულიად საკმარისია.
„სიტროენი“ ამ ღია ელექტრომობილის მყიდველს, ინდივიდუალიზაციის მაღალ ხარისხს შესთავაზებს. შერჩეულია ძარის ოთხი (ლურჯი, ორენჯი, ყვითელი და კრემისფერი) ფერი. სახურავისთვის მხოლოდ ორ - შავ და მოწითალო ნარინჯისფერს გამოიყენებენ. ინტერიერში კი - კრემისფერსა და მოწითალო ნარინჯისფერს. სალონის გასაწყობად გამოყენებული მასალები წყალგაუმტარი იქნება. იქ პლასტიკის ფენით დაფარულ ქსოვილს გამოიყენებენ.
სავარაუდოდ, სერიული „სიტროენ E-მეჰარის“ პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. პირველად ამ ავტომობილს ფრანგ მყიდველს შესთავაზებენ, შემდეგ კი ის ევროპის სხვა ქვეყნებშიც შევა.

No comments:

Post a Comment