დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 16, 2015

ხის სუპერ ავტომობილი 600 ცხენის ძალით

Up Close With The Crazy 600hp Wooden Supercar From Essen
16 დეკემბერი
იყო დრო, როცა ხეს ავტომობილების კონსტრუქციაში ფართოდ იყენებდნენ. ბრიტანული კომპანია „მორგანი“ თავის რეტრო მოდელ „აეროს“ კონსტრუქციაში, ამჟამადაც ხის სუბ-სტრუქტურას იყენებს. მაგრამ ცალკეული გამონაკლისების გარდა, ალბათ არ არსებობს შემთხვევა, რომ ვინმეს ავტომობილის არამხოლოდ მზიდი ნაწილი, არამედ ძარაც ხისგან დაემზადებინოს.
და აი, ესენის (გერმანია) ტუნინგ შოუზე, ამერიკელმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ჯოი ჰარმონმა, მის მიერ შექმნილი სუპერ ავტომობილი, სახელად „სპლინტერი“ წარადგინა, რომელიც ძირითადად ხისგან არის დამზადებული. პროექტის ავტორის თქმით, თავისი ავტომობილის გარეგნობის შემუშავებისას, შთაგონების წყაროდ საბრძოლო თვითმფრინავი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „ჰევილენდ მოსკიტო“ გამოიყენა.
ჰარმონმა თავისი ავტომობილის დამზადებას ხუთი წელი შეალია. ძრავის, ტრანსმისიის, შუშების, ბორბლების გარე რკალის, საბურავების, საკიდარის დრეკადი ელემენტების და ელექტრონიკის გარდა, „სპლინტერი“ ხისგან არის დამზადებული. ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნვერსიტეტის კურსდამთავრებული ჰარმონი ამბობს, რომ საკუთარი ავტომობილის დამზადებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, ძირითად მასალად ხის გამოყენებამ კი იმის საშუალება მისცა, რომ თავისი პროექტისთვის „საინტერესო მიმართულება“ მიეცა.
ჰარმონმა ხის სუპერ ავტომობილი „შევროლეს“ წარმოების 7.0-ლიტრიანი V8 (LS7) ძრავით აღჭურვა, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალაა. ეს აგრეგატი მან კომპაქტურობისა და სიმსუბუქის გამო აირჩია. ძრავთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ავტომობილის შენელებას და გაჩერებას, ეფექტური სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს, რომელსაც წინ ექვსცილინდრიანი, უკან კი ორცილინდრიანი დამჭერები ემსახურება.
ხისგან დამზადდა მონოკოკური მზიდი სტრუქტურა, ძრავის სუბ-ჩარჩო, საკიდარის A-ს ფორმის ბერკეტები, საჭის მექანიზმის ლილვებიც კი. ბორბლების ცენტრალური ნაწილი მუხის მერქნისგან დამზადდა. ყოველი ბორბალი, 275 ნაწილისგან შედგება. ხის ცალკეული დეტალების შესაწებებლად, ეპოქსიდი, ურეთანი, ფორმალდეჰიდი და პოლივინილ აცეტატი გამოიყენეს. ჰარმონი ამბობს, რომ მისი ხის ავტომობილი 1360 კილოგრამს იწონის. ის ირწმუნება, რომ ხის კონსტრუქციას, წონისა და სიმტკიცის უკეთესი ფარდობა აქვს, ვიდრე ალუმინის ან ფოლადის გამოყენების შემთხვევაში ექნებოდა.
ძრავის სიმძლავრის და ავტომობილის წონის გათვალისწინებით შეიძლება ვარაუდი, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. თუმცა საგზაო ტესტებზე მისი გამოყვანა და თუნდაც მცირე რაოდენობით წარმოება არ იგეგმება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment