Fangio’s 1956 Ferrari Gets Sold for $28 Million
11 დეკემბერი
„RM სოთბისის“ მიერ ორგანიზებულ აუქციონზე, 1956
წელს დამზადებული სარბოლო „ფერარი 290MM“, შასის ნომრით 0626 და „სკალიეტის“
ძარით, არც მეტი, არც ნაკლები, 28 მილიონ დოლარად გაიყიდა. რა თქმა უნდა, ძალიან
ძვირია, მაგრამ მისი ასეთი ფასი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
ჯერ ერთი, რარიტეტული „ფერარია“. მეორეც, ასეთი
მხოლოდ ოთხი ავტომობილია დამზადებული. მესამე, ის ლეგენდარული ხუან მანუელ
ფანხიოსთვის დამზადდა, რომელმაც ამ ავტომობილით მილე მილიას რბოლაში იასპარეზა. და
მეოთხე - ფანხიოს გარდა, ამ ავტომობილით რბოლებში კიდევ რამდენიმე სახელოვანი
მრბოლი - ესპანელი ალფონსო დე პორტაგო, ბრიტანელი პიტერ კოლინზი, ამერიკელი ფილ
ჰილი (ფ1-ის ჩემპიონი) და გერმანელი ვოლფგანგ ფონ ტრიპსი გამოდიოდა.
ფანხიომ მილე მილიას (ათასი მილის რბოლა, იტალია) 1956
წლის მარათონი მე-4 ადგილზე დაასრულა. იმავე წელს, ნურბურგრინგის 1000-კილომეტრიან
რბოლაში, ეკიპაჟმა, რომელშიც დე პორტაგოს და ჰილის გარდა, ბელგიელი ოლივიე ჟენდებიენი
(ტარგა ფლორიოს სამგზის და ლე მანის ოთხგზის გამარჯვებული) და ბრიტანელი კენ
უორტონი შედიოდნენ.
1956 წელს დამზადებული სარბოლო „ფერარი 290MM“
აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 320 ცხენის ძალაა. ძრავს
ემსახურება „ვებერის“ სამი ტყუპ დროსელიანი კარბურატორი ემსახურება. ყოველ
ცილინდრზე „მაგნეტი მარელის“ წყვილი სანთელი მუშაობს. ძრავთან ოთხსაფეხურიანი
გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. წინა საკიდარი დამოუკიდებელია და ის განივი
მდგრადობის სტაბილიზატორითაა აღჭურვილი.
როგორც „RM სოთბისმა“ აუქციონისას გამოაცხადა, ეს
ავტომობილი პირველად 1957 წელს გაიყიდა - იტალიური წარმოშობის ამერიკელმა მრბოლმა
ლუიჯი ჩინეტიმ ის ამერიკელ არქიტექტორ ტემპლ ბუელს მიჰყიდა, ვინც ენცო ფერარის
მეგობარი ყოფილა. მან რატომღაც ავტომობილი ლურჯ-თეთრად შეღება და თავისი „კვიცების“
კოლექციას შეუერთა, რომელშიც სხვა ავტომობილებთან ერთად, „ფერარი 750 მონცა“ და „ფერარი
500 TR“ შედიოდა.
დროთა განმავლობაში, ავტომობილმა რამდენიმე პატრონი
გამოიცვალა და ერთმა მათგანმა ისევ წითლად შეღება. 1970 წელს მსოფლიოში
აღიარებულმა კოლექციონერმა პიერ ბარდიონმა შეიძინა. მის კოლექციაში „ფერარი 290MM“
34 წლით დარჩა. შემდეგ კი იმ ადამიანმა შეიძინა, რომელმაც ახლახანს აუქციონზე
გაიტანა.
ცნობისათვის, აუქციონებზე ყველაზე ძვირი
ავტომობილი, „ფერარი 250 GTO ბერლინეტაა“, რომელშიც შარშან 38.1 მილიონი დოლარი
გადაიხადეს.
No comments:
Post a Comment