Janis Joplin’s Porsche Sells for $1.8 Million
13 დეკემბერი
კაბრიოლეტი „პორშე 356C 1600“, რომელიც ერთ დროს
თვით როკის ვარსკვლავ ჯენის ჯოპლინს ეკუთვნოდა, „RM სოთბისის“ მიერ ნიუ იორკში ჩატარებულ
აუქციონზე, თითქმის 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის ჩატარებამდე,
ავტომობილის სავარაუდო ფასად 600 000 დოლარი იყო მიჩნეული, მაგრამ სულ რაღაც ხუთ
წუთში ფასმა 1.8 მილიონს მიაღწია. ეს ავტომობილი ჯოპლინმა 1964 წელს შეიძინა და მას
შემდეგ, ის მომღერლის ოჯახის კუთვნილება იყო.
როცა ამ უჩვეულოდ აჭრელებულ ავტომობილზე ვაჭრობა
დაიწყო, სასტარტო ფასად 300 000 დოლარი გამოცხადდა. და როცა ფასმა 1.76 მილიონს
მიაღწია, დარბაზში აღტაცებული შეძახილები და ოვაციები გაისმა.
„პორშემ“ მოდელ 356-ის წარმოება 1948 წელს,
ავსტრიაში დაიწყო. შემდეგ კი, როცა კომპანიამ გერმანიაში გადაინაცვლა, ავტომობილის
წარმოებამაც იქ გადაინაცვლა და 1965 წლამდე გაგრძელდა. სულ 76 000 ცალი „პორშე
356“ დამზადდა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ჯერაც მთელია.
No comments:
Post a Comment