Motor Trend’s “Car Of The Year” Winner Might
Surprise You
18 ნოემბერი
პოპულარულ ამერიკულ გამოცემა „მოტორ ტრენდის“ კონკურსმა
„წლის ავტომობილი“, გამარჯვებულები სამ კატეგორიაში დაასახელა. აბსოლუტურ
კატეგორიაში, სახელად წლის ავტომობილი, საუკეთესოდ „შევროლეს“ უახლესი მასქლ ქარი „კამარო“
გამოცხადდა. წლის საუკეთესო უგზბის ავტომობილი, „ვოლვო XC90“ გახდა, წლის
საუკეთესო პიკაპის წოდება კი „შევროლეს“ კიდევ ერთ მოდელს, „კოლორადოს“ ხვდა
წილად.
„შევროლე კამაროს“ გარდა, წლის ავტომობილის წოდებისთვის
შერჩეულ ფინალისტთა შორის იყვნენ: „აუდი TT“, „ბეემვე მე-7 სერია“, „ჰონდა სივიკი“,
„მაზდა MX-5 მიატა“, „მერსედეს-AMG GT S“ და „ტოიოტა მირაი“. ასეთ კომპანიაში „კამაროს“
გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. ეს ავტომობილი „ჯენერალ მოტორსმა“ საზოგადოებას წლის
დასაწყისში წარუდგინა. ახალი „კამაროს“ საბაზო ვერსია აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი
ტურბო ძრავით, რომელიც 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ძრავების
გამაში შევიდა 3.6-ლიტრიანი V6, რომელიც 330 ცხენის ძალას იძლევა და „კორვეტისგან“
აღებული 6.2-ლიტრიანი LT1 V8, რომლითაც ტოპ ვერსია „კამარო SS“ აღიჭურვება.
უგზოობის ავტომობილების კატეგორიაში, „ვოლვო XC90-ს“
კონკურენციას „ჰონდა პაილოტი“, „ლინკოლნ MKX“, „მერსედეს-ბენც GLE/GLE კუპე“ და „ნისან
მურანო“ უწევდნენ. შვედური კომპანიის მეორე თაობის მოდელის გამაში, ამერიკული
ბაზრისთვის ბენზინის ორი ძრავი და ერთიც პლაგ-ინ ჰიბრიდული დანადგარი შედის. ევროპელი
მყიდველისთვის ასევე დიზელის ორი აგრეგატია გათვალისწინებული.
წლის პიკაპის წოდებისთვის, საშუალო ზომის „შევროლე
კოლორადოს“ მეტოქეები იყვნენ: „შევროლე სილვერადო“, „GMC კენიონი“, „GMC სიერა“, „ნისან
ტიტან XD“
და „ტოიოტა ტაკომა“. ცნობისათვის, „კოლორადომ“ ეს საპატიო ჯილდო ზედიზედ მეორედ
მოიგო.
No comments:
Post a Comment