Lewis Hamilton Allegedly Crashes His Pagani Zonda
LH In Monaco
12 ნოემბერი
ბრაზილიაში, იქაურ რბოლაში მონაწილეობისთვის
გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ლუის ჰამილტონს საავტომობილო ინციდენტი
შეემთხვა. დაზიანდა მისი „პაგანი ძონდა“, თუმცა ბედად, არავინ დაშავებულა. როგორც მსოფლიოს
სამგზის ჩემპიონი ამბობს, გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რამაც მისი სუპერ
ავტომობილი ოდნავ დააზიანა.
ამის მიუხედავად, ექიმებმა ურჩიეს, რომ ბრაზილიაში გამგზავრება
ერთი დღით გადაედო. ამ ამბის გავრცელებას წინ უძღოდა „მერსედესის“ მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰამილტონს სიცხე აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, სან
პაულუს რბოლაში მაინც იასპარეზებს. ჰამილტონს არ უთქვამს, თუ რომელ ავტომობილს
მართავდა, თუმცა პრესაში სწორედ „პაგანიზეა“ ლაპარაკი.
„პაგანიმ“ თავისი აწ უკვე ძველი მოდელი „ძონდა“ ჰამილტონის
სპეციალური შეკვეთით დაამზადა და სახელიც შესაბამისი შეურჩია - „ძონდა LH“. ეს
ავტომობილი „მერსედეს-AMG-ს“ წარმოების ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 760 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს.
ბრაზილიში ჩასულმა ჰამილტონმა განაცხადა, რომ გადატვირთულმა
გრაფიკმა გადაღალა, რასაც გაციება და დედის 60 წლის იუბილე დაემთხვა. წვეულება
კარგი იყო, მაგრამ გადაღლა მეორე და მესამე დღეს ვიგრძენიო, - თქვა ჩემპიონმა.
შეცდმებს კი ყველა უშვებს, მისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, ამ შეცდომებზე ვისწავლოთო...
No comments:
Post a Comment