Ferrari F12tdf sold out already
25 ნოემბერი
„ფერარი F12tdf“, რომელსაც ბევრი ხუმრობით ტურბო
დიზელიან „ფერარის“ უწოდებს, მთლიანად გაყიდულია. მარანლოელებს მხოლოდ 799 ცალი F12tdf-ის
წარმოება ჰქონდათ დაგეგმილი. თითოეულის საბაზო ფასი 310 184 ევროა, რასაც
მყიდველის ქვეყანაში არსებული გადასახადები ემატება. მაგალითად, ჰოლანდიაში ფასი 465
974 ევროსაც კი აღწევს. და ესეც არაა ჭერი, რადგან მყიდველი ყოველთვის ითხოვს დამატებით
ეკიპირებას, რაც ავტომობილს კიდევ უფრო აძვირებს. მაგრამ სიძვირე მყიდველს ვერ
აკავებს...
ორი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც მარანელოელებმა
ეს ავტომობილი ბაზარზე წარადგინეს. ბაზრის ტენდენცია გვეუბნება, რომ ეს „ფერარის“ ერთ-ერთი
ბოლო მოდელია, რომელიც ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი. მის სახელში კი, აბრევიატურა
tdf, უბრალოდ ტურ დე ფრანსს ნიშნავს. და ამ ლეგენდარული მარათონული ველორბოლის ლიდერთა
ყვითელი მაისურის მსგავსად, ავტომობილიც ყვითელ ფერში გამოწყობილი წარსდგა საზოგადოების
წინაშე. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ 799-ვე ეგზემპლარი ამ ფერით შეიღებება.
„ფერარი F12tdf“ აღჭურვილია 6.3-ლიტრიანი V12
ძრავით, რომელიც 780 ცხენის ძალას და 705 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ბორბლებამდე მამოძრავებელი
ძალა ფ1-ის მსგავსი DCT ტრანსმისიის გავლით აღწევს. ამ ტანდემის დახმარებით,
ავტომობილს ადგილიდან 100-ის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი საათში 340 კილომეტრს აღწევს.
სტანდარტულ F12-თან შედარებით, F12tdf 110 კილოგრამით მსუბუქია, რაც კონსტრუქციაში კარბონის
კომპოზიტის უფრო ინტენსიურად გამოყენებამ განაპირობა. დაიხვეწა აეროდინამიკა, რაც
უწინდელზე მთელი 100 პროცენტით ეფექტურია.
No comments:
Post a Comment