Jaguar-Land Rover Unveils Spectre Movie Cars In
Frankfurt
18 სექტემბერი
ის ავტომობილები, რომლებმაც ბონდიანის ბოლო ფილმ „სპექტრში“
მიიღეს მონაწილეობა. ფილმის გადაღება დასრულებულა და მისი მსოფლიო პრემიერა მალე, ოქტომბერში
გაიმართება. მისი მონაწილე იმ ავტომობილების გაცნობა კი, რომლებიც ფილმისთვის „იაგუარ
ლენდ როვერმა“ მოამზადა, ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე ფრანკფურტშივე, ოღონდ თურნ
უნდ ტაქსისის სასახლის წინ გამოფინეს.
სამი ავტომობილის - სუპერქარ „იაგუარ C-X75-ის“, „რეინჯ
როვერ სპორტ SVR-ის“ და „ლენდ როვერ დიფენდერის“ წარდგენაში, ფილმის მონაწილე
ვარსკვლავები, ნაომი ჰარისი (მანიპენი) და დევიდ ბაუტისტა (ჰინქსი, ავტომობილებთან
დგანან) მონაწილეობდნენ. ამ სამი ავტომობილიდან, „იაგუარის“ კონცეპტუალური სუპერ
ავტომობილი, ბონდის 24-ე ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ერთ-ერთ ყველაზე
დაძაბულ სიუჟეტში, რომელიც ღამით რომშია გადაღებული, ის ქუჩაში დევნის სცენაში მონაწილეობს.
კონცეპტუალური C-X75-ის შემუშავებაში, „იაგუარ ლენდ
როვერის“ შტო „სპეციალური მანქანების ოპერაციების“ (SVO) გარდა, ფორმულა 1-ის
ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, „უილიამსის“ მოწინავე ინჟინერიის შტოს სპეციალისტებიც
მონაწილეობდნენ. სპეციალურად მოდიფიცირებული „დიფენდერები“ და „რეინჯ როვერ სპორტ SVR-იც“
SVO-ს მიერაა მომზადებული. ისინი ავსტრიის ალპებში გადაღებულ სცენებში მონაწილეობენ.
„ოცნება ამისრულდა, როცა ბონდის ფილმში, ავტომობილებით
ქუჩაში დევნის გამორჩეულ სცენებში, სუპერ ავტომობილ C-X75-ით მივიღე მონაწილეობა. ეს
მართლაც მშვენიერი მხეცია, რომელიც ფილმის ისტორიაში შევა“, - ამბობს ბაუტისტა.
„ბონდში
ჩემი დებიუტი, „დიფენდერით“ შედგა. თურქეთში გამართული გადაღებებიდან, ბევრი სასიამოვნო
მოგონება დამრჩა. ეს ისეთი განსაკუთრებული ფრენჩაიზია, რომ მასში მონაწილეობა თავისთავად
მნიშვნელოვანია. და ძალიან მიხარია, რომ ფრანკფურტში, „იაგუარ ლენდ როვერის“
გუნდთან ერთად მიწევს ყოფნა“, - განაცხადა ჰარისმა.
No comments:
Post a Comment