დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 11, 2015

„ფორდმა“ უგზოობის მოდელების გაყიდვების ზრდის გეგმა გამოაქვეყნა

Ford reveals three-year plan to sell more SUVs
11 სექტემბერი
ამ გეგმის მიხედვით, ხუთი ახალი და განახლებული უგზოობის ავტომობილის და ქროსოვერის წარმოება იგეგმება. ეს გეგმა სამწლიანია და ის, უკვე მომავალი წლის ბოლოს, ამ ტიპის ავტომობილების გაყიდვების დაახლოებით 200 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს. მისი შესრულება, ბაზარზე განახლებული საშუალო ზომის „კუგას“ და კომპაქტური „ეკოსპორტის“ გამოშვებით დაიწყება. ორივე ბაზარზე ამ წლის ბოლოსთვის გამოვა.
განახლებული „კუგას“ მყიდველს ცისფერი ოვალი, დამატებით ახალ ფერებს შესთავაზებს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება მულტიმედიური სისტემა (SYNC 2), თავისი 8.0-დუიმიანი სენსორული ეკრანით. ის აკონტროლებს კლიმატს, სატელიტურ ნავიგაციას, ბლუთუთს და სხვა ფუნქციებს. ამასთან, გააჩნია ხმით მართვის ფუნქციაც. განახლებული „ეკოსპორტის“ მთავარი სიახლე ისაა, რომ მას უკანა კარზე აღარ ექნება სათადარიგო ბორბალი. გარდა ამისა, ის უკეთესი დინამიკითაც იქნება გამორჩეული.
ამის შემდეგ, ევროპის ბაზარზე დიდი ზომის უგზოობის მოდელი, „ფორდ ეჯი“ შემოვა, რომლის ევროპული დებიუტიც მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. „ეჯის“ შემდეგ, ორი ქროსოვერის ჯერი დადგება, რომლებიც „ფიესტასა“ და „ფოკუსზე“ იქნება ბაზირებული. სწორედ ამ ორის ხარჯზე იგეგმება გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა.
გეგმის მიხედვით, მომავალ წელს, „ფორდს“ გაყიდვების დაახლოებით 50 პროცენტი, სრულ ამძრავიან ავტომობილებზე უნდა მოვიდეს. ამის მიღწევა, „მონდეოს“, „S-მაქსის“ და „გალაქსის“ სრულ ამძრავიანი ვერსიების ხარჯზე იქნება შესაძლებელი. ახლახანს დაიწყო უახლესი „ფოკუს RS-ის“ გაყიდვები. ეს ავტომობილი, „ფორდ პერფორმენსის“ სრულ ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელსაც მომენტის დინამიკური განაწილების სისტემა ემსახურება. გარდა ამისა, პიკაპი „რეინჯერი“ აღჭურვილია ტრანსმისიით, რომელსაც მძღლის სურვილის შემთხვევაში, სრულ ამძრავიან რეჟიმში მუშაობაც შეუძლია.
„ფორდს“ მიერ შეკვეთილმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის ბაზარზე, უგზოობის მოდელების და ქროსოვერების გაყიდვები კიდევ უფრო მოიმატებს და ეს მეტწილად, 17-34 წლის მყიდველთა ხარჯზე მოხდება.

No comments:

Post a Comment