Lamborghini Aventador LP 750-4 Superveloce for
Sale in Dubai
14 ივლისი
ეს ავტომობილი იმდენად იშვიათია, რომ ღირს მის
ყოველ ეგზემპლარზე ყურადღების გამახვილება. მითუმეტეს, როცა იცი, რომ ჟენევის
მოტორ შოუზე პრემიერიდან ძალიან მოკლე დროში, იტალიურმა კომპანიამ, მის 500-ვე
ეგზემპლარზე მიიღო შეკვეთები. არადა, ის 327 190 ევრო და პლუს გადასახადები ღირს.
პრემიუმ ავტომობილების სადილერო კომპანია „ფორმულა
მოტორსის“ შოურუმში ახლახანს გამოჩნდა ფორთოხლისფერი „ავენტადორ LP 750-4
სუპერველოჩე“, რომელსაც მყიდველს 2.4 მილიონ ემირატულ დირჰამად სთავაზობენ. ეს კი
დაახლოებით 590 000 ევროა, ანუ ავტომობილის ფასზე თითქმის ორჯერ მეტი.
ცნობისათვის, მსოფლიოში უსწრაფესი სერიული „ავენტადორი“
(სუპერველოჩე სუპერ სწრაფს ნიშნავს), 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი,
რომელიც 750 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამავე ძრავითაა
აღჭურვილი სუპერ ავტომობილი „ლამბორგინი ვენენო“, რომელიც 3 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილმა, რომელიც 1525 კილოგრამს იწონის, ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟი 6 წუთსა და 59.73 წამში გაიარა.
No comments:
Post a Comment