დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 23, 2015

აჩქარების ახალი რეკორდი შტუტგარტელ სტუდენტებს ეკუთვნით

New world record: 0-100 km/h in 1.779 seconds
23 ივლისი
შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდის, „გრინ ტიმ ფორმულა სტუდენტის“ მიერ შემუშავებულმა ღიაბორბლიანმა, ელექტრულმა სარბოლო ავტომობილმა, 0-100 კმ/სთ აჩქარებაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - სასურველი სიჩქარე 1.779 წამში აკრიფა. ამ შედეგით, შტუტგარტელებმა წინა რეკორდი, რომელიც ცურიხის შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეკუთვნოდა, 0.006 წამით გააუმჯობესეს.


ავტომობილი, რომელიც ოთხი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, საერთაშრისო შეჯიბრ „ფორმულა სტუდნტში“ მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა. სარბოლო ავტომობილის ოთხივე ბორბალი წამყვანია. ძრავების ჯამური სიმძლავრე 100 კილოვატია (134 ცხ.ძ) და მათ ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 6.62 კილოვატსაათია.
რეკორდსმენი ავტომობილი სულ რაღაც, 160 კილოგრამს იწონის და შესაბამისად, მის ყოველ კილოვატ სიმძლავრეზე, 1.6 კილოგრამი მოდის. ამ მხრივ, ის ახლოსაა ფორმულა 1-ის ბოლიდბთან, რომელთა სიმძლავრის და წონის ფარდობა 1 კილოვატზე დაახლოებით 1 კილოგრამია. „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტს“ ეს მაჩვენბელი 2.08 კგ/1კვტ-ზე აქვს, „პორშე 918 სპაიდერს“ კი - 2.50 კგ/1კვტ-ზე.
სარეკორდო გარბენი გერმანიის ჩრდილო დასავლეთში მდებარე აეროპორტ იადევეზერის ასაფრენ ზოლზე ჩატარდა. საჭესთან სტუდენტი პრისკა შმიდი იჯდა, რომელმაც რეკორდი რამდენიმე სატესტო გარბენის შემდეგ შეასრულა. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფისმა გამოაცხადა, რომ რეკორდს ოფიციალურად რამდენიმე კვირაში დააფიქსირებს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment