დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 25, 2015

ჰამილტონის მეხუთე უნგრული პოული

Hamilton on cloud nine after Hungary pole
25 ივლისი
ლუის ჰამილტონი ამ სეზონის კვალიფიკაციების მეფეა - უკვე გამართული ათი საკვალიფიკაციო რბოლიდან, ცხრა აქვს მოგებული. აქედან ხუთ პოულს ზედიზედ დაეუფლა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა, ნახევარ წამზე მეტით აჯობა როსბერგს, რომელსაც პრაქტიკებზე გუნდმა მანქანა ხეირიანად ვერ მოუმზადა, რისთვისაც პილოტს „მერსედესის“ ტექნიკურმ დირექტორმა პადი ლოუმ მოუბოდიშა.

ამგვარად, ჰამილტონმა კარიერაში 47-ე პოულ პოზიცია მოიპოვა და კარგი შანსი აქვს, უნგრულ დიდ პრიზს მეხუთედაც დაეუფლოს. სეზონის ეკვატორული რბოლის წინ, ის როსბერგს 17 ქულას უგებს. განვლილი 9 რბოლიდან, ჰამილტონს 5 აქვს მოგებული, როსბერგის ანგარიშზე 3 მოგებაა, ერთხელაც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური სებასტიან ფეტელმა დაიკავა, რომელიც ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ. ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა ასეთი სწრაფი ვიყავი. აქაური ქალაქი, ამინდი ყოველთვის მომწონს, მიყვარს ეს ქალაქი, მომწონს ეს ტრეკი, რომელიც კარტინგის იმ ძველ ტრასებს ჰგავს, რომლებზეც მრავალი წლის წინათ ვასპარეზობდით“, - ყვება ჰამილტონი, ვინც კვალიფიკაციამდეც, სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო.
სხვათა შორის, გასულ სეზონში ჰუნგარორინგზე პოული როსბერგმა მოიპოვა, მაგრამ ამჯერად თანაგუნდელი მისთვის მიუწვდომელი დარჩა. „ვერაფრით მოვახერხე საჭირო სისწრაფის აკრეფა. ჯერჯერობით, მანქანის საჭირო კონდიციაში მოყვანას ვერ ვახერხებთ. და შესაბამისად, არც კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე მოხდა“, - განაცხადა გერმანელმა.

კვალიფიკაციის პირველი ეტაპის გადალახვა შეძლო „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსომ, მაგრამ მეორეზე დროც ვერ დააფიქსირა - მისი მანქანა პიტლეინის შესასვლელთან გაჩერდა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ბოქსებში დაბრუნება მარშლების დახმარებით მოახერხა. მის თანგუნდლ ჯენსონ ბატონსაც მანქანა გაუფუჭდა, რამაც მას მეტნაკლებად კარგი დროის ჩვენების საშუალება არ მისცა. სხვათა შორის, ორივეს ფ1-ის კარიერაში პირველი გამარჯვება სწორედ უნგრეთში აქვს მოპოვებული.

უნგრეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
Q3
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:22.020
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:22.595
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:22.739
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:22.774
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:23.020
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:23.222
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:23.332
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:23.537
9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:23.679
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:24.181
Q2
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:23.826
12. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო)                   1:23.869
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:24.461
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:24.609
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            დროის გარეშე
Q1
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:24.739
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:24.843
18. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:24.997
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:27.416
20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:27.949

No comments:

Post a Comment