McLaren still eyeing a podium finish in 2015
16 ივლისი
„მაკლარენის“ შეფი ერიკ ბუიე არ გამორიცხავს ამ სეზონშივე,
მისი გუნდის რომელიმე პილოტის კვარცხლბეკზე ასვლას. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში იქნება
შესაძლებელი, თუ გუნდი მანქანის და ძრავის პოტენციალს მაქსიმალურად აითვისებს.
არადა, „ჰონდას“ ძრავით მოასპარეზე გუნდმა, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის
იბრძვის ხოლმე, ამ სეზონში ჯერ მხოლოდ 5 ქულის აღება მოახერხა.
მთავარი პრობლემა, რაც „მაკლარენს“ კარგი შედეგების
ჩვენებაში ხელს უშლის, „ჰონდას“ ძრავია, რომელიც მეტისმეტად არასაიმედოა. ამის
გამო, იაპონური კომპანიის ინჟინრები, ჯერ თავს იკავებენ მის სრულ სიმძლავრეზე
გაყვანაში. სწორედ ცხენის ძალების ნაკლებობაა ის მთავარი ფაქტორი, რომელიც
უოკინგელებს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს.
„ჰონდა“ კი კმაყოფილია აგრეგატის განვითარების
ტემპით და არ გამორიცხავს, რომ მალე მას სრული სიმძავრით აამუშავებს. სწორედ ეს
იქნება ის მთვარი ინგრედიენტი, რომელიც „მაკლარენს“ მოწინავეთა შორის დაბრუნების
საშუალებას მისცემს. თუმცა, როდის მოხდება ეს, ამას ჯერ ვერავინ ამბობს.
„მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ თუ პოტენციალის სრულად
ათვისების საშუალება მოგვეცემა, მერე შეიძლება კვარცხლბეკზე ასვლაც შევძლოთ. რა
თქმა უნდა, ამაში იღბალიც უნდა დაგვეხმაროს. თუ ყოველ წრეზე შევძლებთ კინეტიკური
ენერგიის აღდგენის სისტემის გამოყენებას, ეს ბევრ დროს მოგვაგებინებს. ამჟამად
ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ“, - ამბობს ბუიე და დასძენს, რომ მხოლოდ დროის ამბავია „მაკლარენის“
სრული სიმძლავრით ამუშავება.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მანქანას დიდი პოტენციალი
აქვს. მაგრამ ამ ეტაპზე, მის სრულად გამოყენებას ვერ ვახერხებთ. უბრალოდ, დრო
მოგვეცით და ამაში ყველანი დარწმუნდებით. როგორც კი ტექნიკის საიმედობის
პრობლემებს მოვაგვარებთ, წინ ძალიან სწრაფად წავიწევთ. ვიცით, რომ წამის მეათედების
კი არა, წამების პოტენციალი აქვს და ეს ასათვისებელია. ამჟამად ამ ყველაფერს
ფიზიკურად ვერ ვიყენებთ, რადგან ტექნიკის გამძლეობის პრობლემები გვაქვს. და როგორც
კი ამ პრობლემებს გადავწყვეტთ, საგრძნობლად წინ წავიწევთ, დამიჯერეთ“, - დასძენს
ბუიე.
No comments:
Post a Comment