Ford Q2 net soars 44% for strongest auto profit
in 15 years
30 ივლისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ჩრდილოამერიკის ბაზარზე, მეორე
კვარტალში მისი მოგება 44 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, 2000
წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ასეთი მიღწევა „ფორდმა“ ფაქტობრივად,
თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-ის გარეშე დააფიქსირა - ამ
ავტომობილის ახალი თაობის წარმოება სრული სიმძლავრით ივნისში დაიწყო. ახალი პიკაპის
მოლოდინში, ძველის გაყიდვები ჩვეულებრივზე ნაკლები იყო.
ამჟამად კი F-150-ის მიწოდება თანდათან იზრდება და
მალე სრულ ტემპს აკრეფს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფორდის“ გაყიდვები და მასთან
ერთად მოგებაც, ასევე მოიმატებს. კომპანია დილერებს პირდება, რომ მათს სადგომებზე საკმარისი
რაოდენობით პიკაპები სექტემბრის ბოლოსთვის დადგება. ცისფერი ოვალი ირწმუნება, რომ მის
112-წლიან ისტორიაში, ეს წელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
„ბოლო წლებში ეს ჩვენი საუკეთესო კვარტალია და
ბრწყინვალე პირველი ნახევარი. მეორე ნახევარს კი ამაზე უკეთესს ველით. და ამიტომ,
ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, რომ ეს ჩვენთვის გარდატეხის წელი იქნება“, - ამბობს „ფორდის“
მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი, რომელმაც ამ პოსტზე, ზუსტად ერთი წლის წინ,
ალან მიულალი შეცვალა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადასახადის გადახდამდე
მოგების მოცულობა 8.5-9.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. წლის პირველ ნახევარში მოგებამ
4.27 მილიარდი დოლარი შეადგინა. გადასახადების გადახდის შემდეგ მეორე კვარტლის
სუფთა მოგებამ 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ფორდს“
შემოსავლები 0.3 პროცენტით არის შემცირებული, მაგრამ საოპერაციო მარჟა 7.2
პროცენტამდე გაიზარდა (6.6 პროცენტიდან). „ფორდი“ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის
ბაზარზე, შემოსავალი 10.0 პროცენტით არის გაზრდილი, წლის ბოლოს კი მარჟა 8.5-9.5
პროცენტი იქნება.
No comments:
Post a Comment