40 Ferrari F12 Berlinettas Took The Nürburgring
Nordschleife By Storm
9 ივლისი
ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი რამდენიმე საათით 40-მა
„ფერარი F12 ბერლინტამ“ დაიპყრო. და ეს კვიცების ყველაზე დიდი გერმანული შეკრება იყო.
ამ ღირსშესანიშნავი მოვლნის დასაფასებლად, „ფერარიმ“ მასზე დასასწრებად, „ფერარის“
ტესტ პილოტების განვითარების განყოფილების შეფი, რაფაელე დე სიმონე მიავლინა.
დე სიმონე თავადაც მიუჯდა „F12 ბერლინტას“ საჭეს და
ერთი წრის განმავლობაში ატარა პელოტონი და თან კლიენტებს მოსახვევების გავლის იდეალურ
სარბოლო ტრაექტორიას უჩვენებდა. ამის შემდეგ, მან კლიენტებთან ერთად, ჩრდილოურ
მარყუჟზე კიდევ რამდენიმე, ძალიან სწრაფი წრე შეასრულა და მათ უხსნიდა, თუ როგორ
უნდა იმოქმედონ იმისათვის, რომ სრულად შეძლონ ამ ავტომობილის პოტენციალის
ათვისება.
შეკრებისას, „ფერარი F12 ბერლინეტას“ ყოველ
მფლობელს, „ნორდშლაიფზე“ 15 წრის გავლის საშუალება მიეცა. მათ ერთხმად აღიარეს,
რომ ამ საშიშ ტრასაზეც კი, „ფერარის“ ავტომობილი, მის შესაძლებლობათა სრულად
ათვისების საშუალებას იძლევა. და ამ დროს, ყოველგვარი შიში სრულებით იკარგება.
No comments:
Post a Comment